ირაკლი ქარსელაძე- თურქმენეთში ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით წარიმართოს მსჯელობა, მნიშვნელოვან საკითხთა  რიგშია შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობები, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც საქართველოშია

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია თურქმენეთში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სექტორული შეხვედრები,  –  ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, იქნება მსჯელობა როგორც მიმდინარე საკითხებზე, ასევე – თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაფართოების მიმართულებით. „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია თურქმენეთში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები. ბუნებრივია, იქნება მსჯელობა, როგორც არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ეს შეხვედრები მოგვცემს შესაძლებლობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაფართოების მიმართულებით წარიმართოს მსჯელობები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხთა რიგშია შუა დერეფნის ახალი შესაძლებლობები, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც საქართველოშია. ამ მიმართულებით, ის მზარდი შესაძლებლობები, რაც უკვე დერეფანს გააჩნია, ბუნებრივია, თურქმენეთისთვის, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის, ძალიან საინტერესო იქნება. გათვალისწინებულია სხვადასხვა შინაარსის შეხვედრები, ისევე, როგორც გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. უმაღლეს დონეზე ტარდება აღნიშნული შეხვედრები, რაც შესაბამისი საკითხების არა მარტო განხილვის, არამედ კონკრეტული ნაბიჯების და ხელშესახები შედეგების მიღების შესაძლებლობის კარგი წინაპირობაა“, –  განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი-პრემიერის თურქმენეთში ვიზიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით,საქართველოს აქვს ამბიცია,შუა დერ ეფანში შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი,  აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთანურთიერთობები უნდა გაღრმავდეს

საქართველოს აქვს ამბიცია, შუა დერეფანში შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი,  აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ის ურთიერთობები, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და თურქმენეთი საქართველოსთვის საინტერესო პარტნიორია. “უკეთ უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებობს. შესაბამისად, თურქმენეთში მაღალი დონის ვიზიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ კარგად ვნახოთ, თუ რა სფეროებში შეიძლება გავაძლიეროთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, რა პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისთვის, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები და უკეთესი ეკონომიკური სარგებელი ნახოს ქვეყანამ ამ ურთიერთობებიდან. თურქმენეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, გვქონდეს კარგი თანამშრომლობა, ურთიერთგაგება, რათა კარგად და სრულად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც სატრანზიტო ფუნქციას შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებს შორის,”- აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი- თურქმენეთთან რამდენიმე მიმართულებით გვაქვს  თანამშრომლობის პერსპექტივა და  გვინდა, რომ კიდევ უფრო და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ,ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას

რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ ამ თანამშრომლობით, -ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას. „რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხელშესახები იყოს საქართველოსთვის და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ. ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თურქმენეთი არის ენერგოპროდუქტებით მდიდარი ქვეყანა  და შესაბამისად, ჩვენ საუბარი გვექნება ენერგორესურსების საქართველოში შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე. ასევე განსახილველ საკითხთა შორის იქნება ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. თურქმენეთს ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი მინერალური რესურსები, რომელიც ექსპორტირებულია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ თურქმენეთი ჩვენი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ამაზე ჩვენ წლების წინ დავიწყეთ დიალოგი, თუმცა უფრო ქმედითი, უფრო ხელშესახები შედეგი რომ მივიღოთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამის წინაპირობები არსებობს. ჩვენ სამუშაო ფორმატში თურქმენ კოლეგებთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ვიზიტის ფარგლებში, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოს პლატფორმა გამოყენებული იყოს თურქმენული მინერალებისთვის, თურქმენული სასუქებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ  ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური  და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც  საქართველოს სატრანზიტო  ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას. ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტში უმასპინძლა.

აღთაკლია-ყარათაკლიაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილეებთან რამაზბუდაღაშვილთან, ფუად მირზოევთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვაწარმომადგენლებთან ერთად დასრულებული ინფრასტრუქტურული…

ირაკლი კობახიძე – აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ

აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან, მადლობას ვუხდი თურქმენეთს თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, –…

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს “Energy Globe”-ის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულკომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაჯილდოვდა.ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს „Energy Globe”-ის…

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ISFED-ს დაუდასტურდა PVT-ის შედეგების გაყალბება, სამართლებრივად არავის უგია პასუხი – იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად მაინც მოხდება ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ისგან გამოითხოვა 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის(PVT)…

ესტონელმა ალექსანდრ ბუზინმა, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად ანტარქტიდაზე საქართველოს დროშა აღმართა- „დაე, თქვენი ხელმძღვანელობა კვლავ ღირსებით, პატივისცემით და სიბრძნით გაუძღვეს საქართველოს მომავლს“

ესტონეთის ხელისუფლების ქცევის, უფრო კონკრეტულად კი მათ მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირების პარალელურად, ესტონელმა ალექსანდრ…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლადდანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლეს

2025 წლის 6 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლადდანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლეს.ბელგიის, ლუქსემბურგის, კვიპროსის, ფილიპინების, კამბოჯის,…

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთანმიერთების მსურველ პირებს აცნობებს, რომ სს…

ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში

ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში,…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი  თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის…

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს.’’შავი ზღვის ტერმინალს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

 მიმდინარე წლის 6 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის…

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აკაურთის, ხახალაჯვარის, გეტას, ფოცხვერიანის,…