სოზარ სუბარი: საავტორო გადაცემის ავტორმა ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს

სოზარ სუბარი: საავტორო გადაცემის ავტორმა ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს, მაგრამ, არ მგონია,…

Მაკა ბოჭორიშვილი- Უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს; პოტენციალი რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში,  მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული 

Უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს; პოტენციალი რაც…

Მაკა ბოჭორიშვილი- ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს; Საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და მიუღებელია, როდესაც  არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით

ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა…

პრემიერი  კახა კალაძისთვის  „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევაზე – არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება

უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის…

უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერი ირაკლი კობახიძეს  საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში

საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში, – ამის შესახებ  უზბეკეთის  ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა ნურიდინ ისმოილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი  კობახიძესთან  შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“  დამაჯერებელი გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე მეტყველებს. მისივე თქმით, საქართველო გახდა დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მოდელი. „ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. დიდი სიამოვნებაა, ამჟამად გიმასპინძლოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ხელახლა დანიშვნა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, მოხარულები ვართ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი შალვა პაპუაშვილი იქნა არჩეული. გთხოვთ, გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთაშორისი დიალოგი. საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში,”- განაცხადა უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა.

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი  კობახიძე უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერ ნურიდინ ისმოილოვს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა საკანონმდებლო პალატის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენს ქვეყნებს კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს, მაგრამ მისი გაფართოების დიდი შესაძლებლობა არსებობს. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა შეიძლება ბევრად გაუმჯობესდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5 პროცენტს აღემატება, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია ევროპის მასშტაბით. მივყვებით ძალიან ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას; ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთები და მცირე რაოდენობის გადასახადები გვაქვს ქვეყანაში; ყოველივე ეს ძალიან კარგ პირობებს უქმნის თქვენს ინვესტორებს საქართველოში ეკონომიკურ-სამეწარმეო საქმიანობისთვის.  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიურია. ბევრი სფერო არსებობს, სადაც შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა. დიდია თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, სპორტის და სხვა სფეროებში. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულნი ყველა ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებით”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა. „ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. სასიამოვნოა, რომ ამჟამად გმასპინძლობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ხელახლა დანიშვნა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ასევე ძალიან გვსიამოვნებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ბატონი შალვა პაპუაშვილი იქნა არჩეული. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთაშორისი დიალოგი. საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში”, – განაცხადა ნურიდინ ისმოილოვმა.

ირაკლი კობახიძე -გერმანიის საგარეო  საქმეთა სამინისტროსგანცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა დღეს ფეხქვეშ არის გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა. მისივე თქმით, მანამდეც იყო პირდაპირი და უხეში ჩარევები ქართულ არჩევნებში, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. „მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა, ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის, პირადად, ძალიან დასანანი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება მიღებული, სწორედ, გერმანიაში და როდესაც იქ ვსწავლობდი, სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ახალი ახალი კანცლერის პირობებში შეიცვალოს დამოკიდებულებები და მიდგომები, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება. „ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ წინასწარ გაგვიჭირდება ამის თქმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კონკრეტული ქვეყნები გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ გავლენამ და ეს ყველაზე კარგად ჩანს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც საერთოდ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და შესაბამისად, ყოველგვარი პრინციპები, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, გამომდინარე განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი – რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა  ხელისუფლება და  ბიძინა ივანიშვილი, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება, ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება

ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული 3 წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ…

ირაკლი კობახიძე  რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის  განმავლობაში, იმის  პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის,  იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს, ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია. „რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების, ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან,…

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბალახაურის, მუხრანასა და…

ბაჩო ოდიშარია-ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული “კულტურა”, რეალურად კულტურის უარყოფაა, რაც ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, მორალურ გახრწნას და კულტურის ჰეგემონიზაციას

ბაჩო ოდიშარია-ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული “კულტურა”, რეალურად კულტურის უარყოფაა, რაც ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, მორალურ გახრწნას და კულტურის…

ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიისა დასაქართველოში იაპონიის საელჩოს…

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპას ტრამპთან სავაჭროდ საქართველოში არეულობა სჭირდება და ამიტომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ შეეცდება საპროტესტო ცეცხლის გახსნას თბილისში, თუმცა, მიიღებენ უკუშედეგს

„ევროპა-ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ორივე მხარეს დამატებითი გავლენის სფეროები სჭირდებათ პოზიციების გასამყარებლად.…

სოზარ სუბარი: რაც ადამიანის ღირსების დაცვა არის ევროპაში, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ვერ იქნება

„ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია პროკურატურაში იჩივლო იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცას სულელი უწოდოს (როგორც ეს მოხდა ბერბოკის…