საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქმენ კოლეგას, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს,…
დღე: მარტი 7, 2025
სოზარ სუბარი ელჩების საქმიანობაზე: არის შემთხვევები, რომ უცხოეთში, ქართულ ეკლესიაში, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებიან ქართველები, ერთხელაც არ დაუნახავთ იქაური კონსული ან ელჩი. ასეთი ადამიანი მეორე დღესვე უნდა იქნეს გამოწვეული იქიდან
საქართველოს ფარგლებს გარეთ დიასპორასთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით ელჩებისა და კონსულების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა…
ირაკლი ქარსელაძე -თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია,შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება
თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარების მიმართულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. „გავუზიარეთ ის შედეგები, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რასაც მაღალი შეფასება მიეცა. უფრო მეტიც, რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც უკვე ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და გაღრმავება ორმხრივი თანამშრომლობის. რეალურად სატრანსპორტო მიმართულებით, შუა დერეფნის განვითარება ცალსახად ძალიან საინტერესო პერსპექტივებს აჩენს, რაზეც ბუნებრივია, გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. შესაბამისად, უკვე მნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ მიმზიდველობა ამ დერეფნის, მათ შორის თურქმენეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მინისტრმა.
პრემიერი-2020 და 2024 წელსაც ISFED-ის ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა,რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს,თუმცა არჩევნები ჩატარდა სუფთად,ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად,მათი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული
საქმე ლაპარაკის ნაცვლად – მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. „თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი.2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიანმაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი-საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული…
ირაკლი კობახიძე- თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელისპეკულაცია
თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. „თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან,იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები-ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი
ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე
ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
პრემიერი ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე-ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,ყველას მოვუწოდებ,დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები, ასევე დაიცვან კონვენციები
ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერი მოუწოდებს ყველას, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები. „ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
პრემიერი-„გამჭვირვალობის კანონის“ მიღებისას, NGO-ების ნაწილი საუბრობდა,რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, ეს არის ერთგვარი აღიარება,რომ ისინი არიან უსამშობლოები
როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები. „ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს.თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა – დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე- ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი,შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან
ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე,…
დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოთა კავშირი აშკარად დაადგა საბჭოთა კავშირის გზას, სადაც სწორედ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დააქცია და დაშალა იგი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას „ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და…
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისში სამხედრო გაწვევისა დარეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გახსნა
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურ,გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, თბილისში თავდაცვის ძალებისსსიპ სამხედრო გაწვევისა და…
ლევან დავითაშვილი-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში,თურქმენეთის მთავრობასთან ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, გამოიკვეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები-ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი
თურქმენეთის მთავრობასთან ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, ესენია ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი გახდეს აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. „დავსახეთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. საუბარია საქართველოში თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და ასევე საქართველოს მეშვეობით ტრანზიტზე. ვისაუბრეთ გაზის შესაძლო ექსპორტზე თურქმენეთიდან საქართველოში, რაც საქართველოს ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე ყურადღება დავუთმეთ სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულების ეფექტურად გამოყენებას. თურქმენეთი არის ერთ-ერთი სატრანზიტო და ამავე დროს მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთვის ამ მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობა არის ძალიან პერსპექტიული. 2 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა თურქმენეთიდან საქართველოში 2024 წლის განმავლობაში, საიდანაც 90 %-ზე მეტი იყო სატრანზიტო დანიშნულების ტვირთი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია უახლოეს ხანებში ეს მოცულობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, თურქმენეთში წარმოებული მინერალური სასუქები საქართველოს მეშვეობით გავიდეს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო რუკა შეიქმნება უახლოეს ხანებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თურქმენეთში წარმოებული პროდუქცია დასაწყობდეს საქართველოში და საქართველოდან ეფექტიანად, უფრო კონკურენტუნარიან ფასებში მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.…
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოდან ამერიკის შემხედველნი, ზედმეტად არ უნდა გავერთოთ „სანახაობით” და ჭარბად არ უნდა „გავხალისდეთ” საკუთარი წინდახედულობით
„გლობალური ომის პარტიის” სათავო ოფისი ევროპაში განთავსდა. თუ აქამდე მათი ქმედება შეფარული იყო, დღეს ისინი ღიად…