ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან…
დღე: მარტი 5, 2025
ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტთან მირზიოევთან შევთანხმდით, რომ განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, დავისახეთ ამბიციური მიზანი, გავასამმაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა
საქართველოსა და უზბეკეთს აქვთ განსაკუთრებული ისტორიული კავშირები, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი, ახლა მთავარია, აღვასრულოთ ის…
ირაკლი კობახიძე -ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად, ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე,ჩვენ ვრჩებით ცალმხრივიმეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან. „ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ აქვს სერიოზული ახსნა. ეს არის იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბაბებს იყენებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად, ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ხელისუფლებებში, კონკრეტულ კადრებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინცდამაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან “, – განაცხადა პრემიერმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს
მშენებლობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე ფუად მირზოევი და ადგილობრივი…
ირაკლი კობახიძე ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ეს ყველაფერი აისახება ყველა ობიექტურ…
ირაკლი კობახიძე – როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ
სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას,…
მაკა ბოჭორიშვილი -პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მომავალი წლების განმავლობაში
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო პროდუქტიული,შეხვედრები გაიმართა ყველა იმ ადამიანთან, ვინც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში, ბევრი პრიორიტეტული მიმართულება განისაზღვრა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული. „განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც არის იმაზე მეტი, ნამდვილად, ვიდრე დღეს გვაქვს და ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა შესაბამის უწყებებს შორის. განათლების სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც აინტერესებს უზბეკურ მხარეს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. ბევრი სხვა მიმართულება იქნა აღნიშნული, რომელიც მომავალ წლებში ჩვენი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება უზბეკეთთან. პოტენციალი უნდა იქნას ათვისებული ურთიერთპატივისცემისა და ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით,“- აღნიშნა მინისტრმა.
გია ხუხაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევაზე – გუშინ სომხეთიც დატოვებული ჰქონდა და უკვე იყო რომელიმე დასავლურ ქვეყანაში სპეცსამსახურების კურაციის ქვეშ
თვითონ თქვა ბაჩიაშვილმა გუშინ ეთერში, რომ ამასაც არკვევენ, რეალურად გავედი თუ არ გავედიო. რა თქმა უნდა,…
„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა დაუსაფრთხოებისთვის“ აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის
რა ცვლილებები იგეგმება და რას უნდა ელოდოს საზოგადოება ახალისეზონისგან? ამ საკითხებზე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, ბრიგადისგენერალი გიორგი…
ირაკლი კობახიძე- ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში
უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს და უზბეკეთის წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. „უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან. გამოვკვეთეთ მთავრობებს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. ჩვენი წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ორივე ქვეყნისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი. https://twitter.com/PM_Kobakhidze/status/1897241360580608406/photo/1
ირაკლი კუპრაძე-გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება
ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ბევრად მალე, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები იქნება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე…
ზაალ ანჯაფარიძე: ის დამოკიდებულება, რაც ევროკავშირს და მის ევრობიუროკრატიას ამჟამად აქვს საქართველოს მიმართ, ანალიტიკურ წრეებში მოხსენიებულია როგორც “იძულების დიპლომატია”, ანუ შენთვის სასურველი რაღაცეების გაკეთების იძულება ძალით, ზეწოლით
სამწუხაროდ, ევროკავშირი საქართველოს მიმართ იქცევა ისე, როგორც ქუჩის ფიზიკურად ძლიერი ბიჭი, იმავე ქუჩის სუსტი ბიჭის მიმართ,…
ზაალ ანჯაფარიძე: Heritage Foundation 2025 წლის ინდექსით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი აჭარბებს როგორც რეგიონულ, ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს – ამ კვლევას რომ სახრის სახე ჰქონდეს, სულ ზურგი უნდა აუჭრელო ევრობიუროკრატიას და მათ აქაურ აგენტურას
ავტორიტეტული Heritage Foundation 2025 წლის ინდექსით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი აჭარბებს როგორც რეგიონულ, ისე მსოფლიოს საშუალო…
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დადებით დინამიკას, მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და სხვადასხვა…
აბდულა არიპოვი – უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში
უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში, –…