პრემიერი-„გამჭვირვალობის კანონის“ მიღებისას, NGO-ების ნაწილი საუბრობდა,რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი  პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, ეს არის ერთგვარი აღიარება,რომ ისინი  არიან უსამშობლოები

როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, NGO-ების ნაწილი საუბრობდა, რომ მათ არ სურდათ სტიგმატიზება  და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად, ახლა კი, არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, არამედ პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებად რეგისტრირდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  თურქმენეთში  ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ესტონეთში დარეგისტრირებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები. „ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ისინი არიან უსამშობლოები, ამის პირდაპირი, გადატანითი და ყველანაირი მნიშვნელობით. როდესაც შენ რეგისტრირდები უცხოურ ორგანიზაციად და, რეალურად, აწარმოებ საკუთარ საქმიანობას საქართველოში, ეს ყველაფერზე მეტყველებს.თქვენ გახსოვთ, თავის დროზე, როდესაც მიიღებოდა კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ ისინი საუბრობდნენ, რომ არ სურდათ სტიგმატიზება და საკუთარი თავის წარმოჩენა უცხოური გავლენის აგენტებად. არათუ უცხოური გავლენის აგენტებად, ისინი პირდაპირ რეგისტრირდებიან უცხოურ ორგანიზაციებად. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში, აქ არაფერ შუაში იყო სტიგმატიზაცია და სხვა საკითხები, რეალურად, ესენი არიან უსამშობლო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთი დაკვეთა და დავალებაა – დაუპირისპირდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე- ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი,შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან

ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე,…

დავით ქართველიშვილი: ევროსაბჭოთა კავშირი აშკარად დაადგა საბჭოთა კავშირის გზას, სადაც სწორედ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დააქცია და დაშალა იგი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას „ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და…

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისში სამხედრო გაწვევისა დარეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გახსნა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურ,გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, თბილისში თავდაცვის ძალებისსსიპ სამხედრო გაწვევისა და…

ლევან დავითაშვილი-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში,თურქმენეთის მთავრობასთან ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, გამოიკვეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები-ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის  სფერო და ტურიზმი

თურქმენეთის მთავრობასთან ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები,  სადაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, ესენია ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი გახდეს აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. „დავსახეთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. საუბარია საქართველოში თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და ასევე საქართველოს მეშვეობით ტრანზიტზე. ვისაუბრეთ გაზის შესაძლო ექსპორტზე თურქმენეთიდან საქართველოში, რაც საქართველოს ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის  იქნება მნიშვნელოვანი. ასევე ყურადღება დავუთმეთ სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულების ეფექტურად გამოყენებას. თურქმენეთი არის ერთ-ერთი სატრანზიტო და ამავე დროს მნიშვნელოვანი  ექსპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთვის ამ მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობა არის ძალიან პერსპექტიული. 2 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა თურქმენეთიდან საქართველოში 2024 წლის განმავლობაში, საიდანაც 90 %-ზე მეტი იყო სატრანზიტო დანიშნულების ტვირთი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია უახლოეს ხანებში ეს მოცულობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, თურქმენეთში წარმოებული მინერალური სასუქები საქართველოს მეშვეობით გავიდეს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო რუკა შეიქმნება უახლოეს ხანებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თურქმენეთში წარმოებული პროდუქცია დასაწყობდეს საქართველოში და საქართველოდან ეფექტიანად, უფრო კონკურენტუნარიან ფასებში მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.…

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოდან ამერიკის შემხედველნი, ზედმეტად არ უნდა გავერთოთ „სანახაობით” და ჭარბად არ უნდა „გავხალისდეთ” საკუთარი წინდახედულობით

„გლობალური ომის პარტიის” სათავო ოფისი ევროპაში განთავსდა. თუ აქამდე მათი ქმედება შეფარული იყო, დღეს ისინი ღიად…

სოზარ სუბარი: სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი,პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება. „ამით განვსხვავდებით…

სოზარ სუბარი: მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მასთან დახურული შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას მოითხოვს

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიოს თქმით, ევროპელი ლიდერები არა მხოლოდ იმას პროგნოზირებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სულ…

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის იქნება ის ლოდი, რომელიც მათ ფსკერისკენ წაიყვანს

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.…

სოზარ სუბარი: როდესაც ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ჰპარავს ფულს საკუთარ ხალხს, ეს გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე კორუფცია შეიძლება ყოფილიყო ჩვეულებრივ ვითარებაში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი უკრაინაში არსებულ კორუფციას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, უკრაინაში…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიან მედია და დაჯავშნის პლატფორმებთან ერთად ახალ კამპანიებს გეგმავს

 ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მოლაპარაკებებიგამართა Bloomberg-ის, National Geographic Traveller-ის,…

დავით სონღულაშვილი-ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელო ვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად,რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ 

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, ასევე იმ ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად, რომელიც შუა აზიის ქვეყნებს გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.  როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვიზიტებისას ხდება სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება.  „ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ძალიან დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის გაძლიერების მიმართულება, ასევე ჩვენი გამოცდილების მათთვის გაზიარება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხდება  შეთანხმების გაფორმება თურქმენეთში ჩემს კოლეგასთან. მნიშვნელოვანია  ასევე ფიტოსანიტარული მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის ერთმანეთთან გაზიარება. ასევე, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები და უკეთ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისათვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები…

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა  სამოქალაქო ინტეგრაციის  სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის  სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის  სამდღიან ტრენინგ-სემინარს, ამჯერად  სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური…

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამხილა

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე,  მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ, …