ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად, რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ქალბატონებს…
თვე: მარტი 2025
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა,ბოლნისელ სპორტსმენებს ქალთა საერთაშორი სო დღე მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისელ სპორტსმენებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი…
დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, გენო ადამიასა და…
პაატა სალია: არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის
პაატა სალია: არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის, არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ის…
გიორგი სოსიაშვილი-არაფერ შუაშია შვედეთი და მისი საგარეო უწყების განცხადება. ეს არის „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადება
გიორგი სოსიაშვილი-არაფერ შუაშია შვედეთი და მისი საგარეო უწყების განცხადება. ეს არის „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული…
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს 8 მარტი მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰემატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის…
მაკა ბოჭორიშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქმენ კოლეგას, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს,…
სოზარ სუბარი ელჩების საქმიანობაზე: არის შემთხვევები, რომ უცხოეთში, ქართულ ეკლესიაში, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებიან ქართველები, ერთხელაც არ დაუნახავთ იქაური კონსული ან ელჩი. ასეთი ადამიანი მეორე დღესვე უნდა იქნეს გამოწვეული იქიდან
საქართველოს ფარგლებს გარეთ დიასპორასთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით ელჩებისა და კონსულების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა…
ირაკლი ქარსელაძე -თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია,შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება
თურქმენეთში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტია, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და რა თქმა უნდა, შუა დერეფნის განვითარების მიმართულებაზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრებზე რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. „გავუზიარეთ ის შედეგები, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რასაც მაღალი შეფასება მიეცა. უფრო მეტიც, რეალურად დაისახა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც უკვე ხელშესახები იქნება შემდგომი განვითარება და გაღრმავება ორმხრივი თანამშრომლობის. რეალურად სატრანსპორტო მიმართულებით, შუა დერეფნის განვითარება ცალსახად ძალიან საინტერესო პერსპექტივებს აჩენს, რაზეც ბუნებრივია, გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. შესაბამისად, უკვე მნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ მიმზიდველობა ამ დერეფნის, მათ შორის თურქმენეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მინისტრმა.
პრემიერი-2020 და 2024 წელსაც ISFED-ის ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა,რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს,თუმცა არჩევნები ჩატარდა სუფთად,ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად,მათი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული
საქმე ლაპარაკის ნაცვლად – მნიშვნელოვანია, რომ კორექტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების პროკურატურისთვის გადასაცემად დროის მოთხოვნას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული. „თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი.2020 წელსაც და 2024 წელსაც მათი ერთადერთი ამოცანა იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც „გაყალბებულად“ წარმოაჩენდა არჩევნებს, თუმცა ყველა ხედავს, რომ არჩევნები ჩატარდა სუფთად, ძალიანმაღალ დონეზე, შესაბამისად ISFED-ის ეს მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი-საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული…
ირაკლი კობახიძე- თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელისპეკულაცია
თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. „თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან,იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები-ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი
ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე
ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
პრემიერი ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე-ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში,ყველას მოვუწოდებ,დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები, ასევე დაიცვან კონვენციები
ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერი მოუწოდებს ყველას, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები. „ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ