იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%,…
თვე: მარტი 2025
USAID-ის დახურვა დიდი გამარჯვებაა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის:სენატორი ერიკ შმიტი
აშშ-ის კონგრესის სენატის წევრმა მისურის შტატიდან, ერიკ შმიტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID-ის დახურვა დიდი გამარჯვებაა…
სოზარ სუბარი: მედიის შესახებ კანონში ცვლილებებს მე პირადად მხარს არ ვუჭერ და მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შესაბამისობაშია მოსაყვანი ევროპულ სტანდარტებთან
„ვფიქრობ, რომ არასწორი გზით მივდივართ,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას,…
ზურაბ ქადაგიძე გიორგი თარგამაძეზე: ვინმეს თუ ჰგონია მოღალატეობრივ რეზოლუცია 1633-ს აირიდებს, ვისაც კი ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ამ ბოროტ დეკლარაციასთან, ძალიან ცდება, მათ შორის -ეს სააკაშვილის “ცხვირსახოციც”
„ნეტა, რა ჩაიდინა გიორგი თარგამაძემ ისეთი, რომ ჯერ კომისიაზე იბარებენ და მერე, უაპელაციოდ უარს აცხადებს მისვლაზე?“,…
ირაკლი კობახიძე-მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის,არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება
გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის,არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. „გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე-1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის-ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. „დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ, ამ რეფერენდუმს, რამდენიმე დღეში, 9 აპრილს მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 90 %-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა, შესაბამისად, შედგა ქართველი ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით,…
ირაკლი კობახიძე -„ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში,ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ავიაკომპანიების შემოსვლა ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყანაში. „ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები. ხანგრძლივი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის, 30 მარტიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში ოთხჯერ „ბრითიშ ეარვეისის“ მიერ. ეს რა თქმა უნდა, ტრანზიტულ ფრენებსაც გააადვილებს, მათ შორის აშშ-ში. ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია „იზი ჯეტი“ შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან, კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში
ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, –…
მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაცსაერთაშორისო კონფერენციაში –…
ბათუმში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
მიმდინარე წლის 29 – 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის…
„ჩვენ ვართ ფარი იმ თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის, რომლებიც სიკვდილისა და სასჯელისთვის გაწირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: ის რომ, კონფლიქტის გამწვავებისკენ მიდიოდნენ, აღიარებული აქვს „ნაცმოძრაობას“ რეზოლუცია „16-33-ში“, სადაც, საქართველოს, პრაქტიკულად, ომისა…
სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის დრამატულ თეატრში, ლეგენდარული მსახიობის 100 წლის იუბილე განსაკუთრებული თეატრალური საღამოთი აღინიშნა. ღონისძიებას ცნობილი…
ნაცმოძრაობის“ პარტიაში, რა ღირსებით თუ კაცობით უნდა შეხვიდე?-დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ევრორეზოლუციის (რომლის ტექსტი რუსებმა შეადგინეს, “ჩვენებმა” კი „გაუპრავეს“) ავტორების – „ნაცმოძრაობის“…
ნინო ფოჩხუა “ტაბულას” გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომ “ქართული ოცნების მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება”- ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული დავალების შესრულება, ისიც ზერელე და ზედაპირული, რომელიც ვერანაირ შედეგს ვერ დადებს
ნინო ფოჩხუა “ტაბულას” გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომ “ქართული ოცნების მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება”- ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული…
გიორგი გამსახურდია- 31 მარტი ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღეა და პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს აანონსებს
გიორგი გამსახურდია 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე: 31 მარტი ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღეა და პუტჩის…