ლევან დავითაშვილი -საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს  გადაწყვეტილება, რომშეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით კონკრეტულ საკითხებს დაამუშავებს

საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით. „ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის დროს ჩვენ შევეხეთ პოტენციურ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ქუვეითიდან ტურისტების ნაკადი საქართველოში მზარდია და ეს ტენდენცია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს სავაჭრო მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს დამატებითი ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ პოტენციურ პროექტებს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქუვეითელი ინვესტორებისთვის. საუბარი იყო ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე, საუბარია ასევე უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტიციებზე, მათ შორის, საცალო ვაჭრობაში ქუვეითელი ინვესტორების დაინტერესებაზე. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გახდეს პროდუქტიული და ხელშესახები, გადაწყდა პრემიერ-მინისტრების მხრიდან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში. მე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შედგება მაღალ დონეზე ვიზიტები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ქუვეითში, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქუვეითის მხრიდან ინვესტორებს. ჩვენი სამინისტრო გასული წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რამდენიმე უმსხვილეს ჯგუფთან ქუვეითიდან და ვფიქრობ, რომ ის კავშირებიც, რომელიც უკვე დამყარებულია ქუვეითელ პოტენციურ ინვესტორებთან, მიმდინარე წელს დადებითად განვითარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე: გვაქვს ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებდნენ ჩვენ ქვეყანაში ე.წ ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები – ვიცით ვისი გავლენების ქვეშ არიან ისინი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას „უცხოური დახმარების სტრუქტურებმა…

ირაკლი კობახიძე –  იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპელმა ბიუროკრატებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას

მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის, ამ 25%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო…

პრემიერი  – უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება…

პრემიერი  – რადიკალური ოპოზიციის  მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართს, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა,  სწორედ ამის გამო არიდებენ თავს პასუხის გაცემას  უხერხულ კითხვებზე

რადიკალური ოპოზიციის  მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს…

ირაკლი კობახიძე ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, არ დავუშვათ მეორე ფრონტი, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე

ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ,…

ირაკლი კობახიძე -მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები

მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება, – ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ ბევრ ქვეყანას გააგონოს თავისი გზავნილები. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სამიტში მონაწილეობა. რომელიც დუბაიში იმართება. სხვადასხვა მიზეზის გამოა ჩვენთვის საინტერესო დღეს აქ ყოფნა. მათ შორის, იმის გამოც, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობები, არაჩვეულებრივი პოლიტიკური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან. ასევე ეკონომიკური კავშირები. იცით, რომ უპრეცედენტო საინვესტიციო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ცოტა ხნის წინ, რაც ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში. ამ ყველაფერთან ერთად, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები. მქონდა გამოსვლა სამიტზე, სადაც ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრებიც. ჩვენ დღეს გვქონდა საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, შეხვედრებს შორის გვქონდა საუბრები არაფორმალურ ფორმატში. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ორგანიზაციების და ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, ასეთ ფორმატებს აქტიურად ვიყენებთ ხოლმე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიპირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური  კრიზისის ხელოვნურადგამოწვევასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სჭირდება გამოძიება

კოორდინირებული მცდელობაა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა. პრემიერის თქმით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს. „ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს. თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი. ზოგადად, ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება. დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლო,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში

ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში, –…

ირაკლი კირცხალია-თანამდებობის პირები გვედგნენ რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციებზე და ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დიპლომატიური წარმომადგენლისგან, რომ ეს ფაქტი დაეგმოთ, ამის შემდეგ რომელი მოწოდება უნდა გაგვიკვირდეს, როცა უცხო ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩარევას ვხედავდით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოში გარე ჩარევასა და კონკრეტული დონორების მხრიდან დესტაბილიზაციის…

თამთა მეგრელიშვილი: ყველა თვალსაზრისით ქართული სახელმწიფო იმსახურებს ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას

„ძალიან სწორი მიგნებაა და უპრიანი იქნება ანალოგიური გააკეთოს ქართულმა სახელისუფლებო გუნდმა,” – ასე უპასუხა „ხალხის ძალის“…

ირაკლი კობახიძე-რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის,სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და  სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში

რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. „თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობა და მტკიცე ერთგულება არა მხოლოდ ამ სამიტის ჩატარებას უწყობს ხელს, არამედ მას  მართლაც შთამბეჭდავ და გავლენიან შეხვედრად აქცევს. მხოლოდ ღია და უწყვეტი საუბრით შეგვიძლია ურთიერთგაგების გაღრმავება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ყველას საკეთილდღეოდ. აქ მყოფ გამოჩენილ მონაწილეებს აქვთ ცოდნა და გავლენა, რათა წარმართონ მოვლენები, წაახალისონ პოზიტიური ცვლილებები და შეიტანონ წვლილი მეტად უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავალში. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. „ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვები და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის  თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას,რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით

საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია. „მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია. რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, საქართველო ევროპაში მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა 2024 წლის მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო  საშუალო და გრძელვადიან პერიოდში – ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე-მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში,რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული

მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. „საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან  თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა  და ინტერმოდალური  ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია, თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით

არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო…