ტრამპი: როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-სა და სხვა სააგენტოებში. ამ თანხის დიდი ნაწილი გადაეცა „ფეიკ ნიუს“ მედიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი…

ემსახურეთ საქართველოს და არა სხვას, ჩვენ ქვეყანას ქართველობა სჭირდება და არა ვასალები-გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი დიპლომატების შეხვედრაზე-ამგვარად გამოიყურება თანამედროვე შულავერის კომიტეტი- ემსახურეთ საქართველოს და არა…

დიმიტრი ხუნდაძე ტრამპის მიერ USAID-ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში მხილებაზე: რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ ბევრად ადრე ვსაუბრობდით

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე USAID-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თანხების არამიზნობრივ…

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა

ბესიკ მეურმიშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.   იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ნიკოლოზ მეტრეველი: ოპოზიცია თუ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მზად იქნებიან სანქციები დაუწესონ რუსეთს, დაიწყონ ომი, უფრო მოკლედ, ამერიკა თუ გვიბრძანებს, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ჩავიხადოთო – ამას გულისხმობს მევახშე ხაზარაძის განცხადება

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავისი გეოპოლიტიკური…

ირაკლი კობახიძე  –   ყაზახეთში არის ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში, შევქმნით ყველა პირობას, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები

ყაზახეთში ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტს ტოკაევთან შეხვედრით, იყო ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს,…

ირაკლი კობახიძე-დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო  ვარიანტი იქნება,რომ გახარიას პარტიასაც,ანუ „ნაცმოძრაობის“ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტშიშეუწყდეს მანდატები,უცხოელი აგენტების ადგილი პარლამენტში არაა

მანდატების შეწყვეტას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ექსკლუზიურად ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. „საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ექსკლუზიურად ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი – თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ  სხდომებს და მეორე თუ დაწერენ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გამსახურდია„დროას“წარმომადგენელ მარიკა მიქიაშვილზე:ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება. აზრი არ აქვს მის ახლანდელ უსუსურ აქტივობას.ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ!

გიორგი გამსახურდია პარტია „დროას“ წარმომადგენლის მარიკა მიქიაშვილის შესახებ პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და მიქიაშვილის ძველს სტატუსებს…

ირაკლი კობახიძე- ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი

საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა.  როგორც…

ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე,ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარიშინაარსის მატარებელი არ არის

გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როგორც კი მცირე  ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი. „მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში, მაგრამ პირველ რიგში, დიფ სთეითმა  თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. დიფ სთეითის სურვილი იყო, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს მათ რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება ამ შიდა კინკლაობას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ესეც არის მათი სისუსტის გამოვლინება. რაც შეეხება კონკრეტულად, გახარიას პარტიას, მათ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის და საინტერესო ის არის, რომ როგორც კი მცირე  ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა. ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არის პერსონალური საკითხი. პოლიტიკურად ისინი არიანი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ქვეყნებს და,შესაბამისად,იმავეს მოველით სხვა ქვეყნებისგან“ – მაკა ბოჭორიშვილი ელჩებთან ურთიერთობებზე

„საერთაშორისო თანამშრომლობა და ურთიერთობები ეფუძნება და უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ …

მაკა ბოჭორიშვილი FARA-ს იდენტური კანონის მიღების შესახებ

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი და დამაზიანებელი იყო ის პროცესი,…

იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა. ვახტანგ ჟვანიას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.  იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“. ვახტანგ ჟვანია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი

ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, – ამის…

დავით ქართველიშვილი საქართველოში USAID-ის არამიზნობრივ ხარჯებზე: ასე ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ 115 მილიონს, რომელიც USAID-მა ჩვენთან თითქოსდა წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯა

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში USAID-ის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯის კიდევ ერთ მხილებულ ფაქტზე საუბრობს.…