დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში…

ზურაბ ქადაგიძე: გაეროში აშშ-მა რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაეროში ინიციირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში…

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

ვეხმიანებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

თეიმურაზ წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილზე-მისი უპირველესი და მთავარი ტყუილი ბიძინა ივანიშვილის წინაშე იყო ის, რომ საერთოდ მივიდა კრედიტის სათხოვნელად. დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდან იკვეთება, რომ იგი დაჟინებით ცდილობდა, რამენაირად მიეღო ივანიშვილისგან სიტყვიერი თანხმობა მაინც კრედიტის გაცემაზე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით…

თეიმურაზ წიქვაძე- ბაჩიაშვილის მტკიცება ეროვნული ბანკის მხრიდან მის წინააღმდეგ მოქმედებაზე არის მტკნარი სიცრუე და დღეს რომ უკმაყოფილოა ბაჩიაშვილი ეროვნული ბანკის პოზიციით, ამ პოზიციის სისხლის სამართლის საქმეში ასახვა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს და არავის სხვას

„კიდევ ერთხელ, მოკლედ შევეხები იმ ბრალდებას, რაც გაჟღერდა სიუჟეტში, რომ თითქოს ჩემი მარწმუნებლის პირველი (ისევე როგორც…

თეიმურაზ წიქვაძე-სიცრუე და აბსურდია საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან. მიმაჩნია, ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და სკანდალური ინფორმაციის გავრცელებაა, რაც მიუთითებს ბრალდებულის პოზიციების სისუსტეზე და დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე

„მსურს, ძალიან მოკლედ, შევეხო ბაჩიაშვილის მცდელობებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განმარტებების მიცემის პროცესში, საკითხი წარმოეჩინა იმგვარად,…

სამტრედიაში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიაში მოსული უხვი თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის მერიამ გზების გაწმენდის პროცესი დილიდან დაიწყო. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები…

კახა კალაძე: ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას

თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან…

ირაკლი კობახიძე -რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს, თებერვალშიც ველოდებით ანალოგიურ მაღალ ზრდას

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით  ანალოგიურ მაღალ ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკა ვითარდება სწრაფი ტემპით. „იანვარში გაქვს კარგი მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მდგარ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, რაღაცნაირად შეეფერხებინათ ეკონომიკის განვითარება, მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს დეკემბერში, თუმცა ვერ შეძლეს იანვარში. იანვარი ჩვენ ჩავხურეთ ძალიან კარგი მონაცემებით. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები, რაც იქნება ორნიშნა ზრდასთან ძალიან ახლოს და თებერვალშიც ველოდებით  ანალოგიურ მაღალ ზრდას. ასე გაგრძელდება ეს პროცესები. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის პოლიტიკოსები და ბიუროკრატები უნდა იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე -უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები კონცენტრირებული იყვნენ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე

უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე -ზუსტად 5 თვეში,საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებს და ყველას  შეუძლია,გატესტოს  საკუთარი რეიტინგი  ამ არჩევნებში

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს. „ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – უკრაინაში ომის არიდება შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე

უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო,…

პრემიერი -ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა,არამედ კონკრეტული გზამკვლევი  სუფთა ფურცლიდან  განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობააშშ-სთან,ბევრი რამ  იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“  დამარცხებაზე

ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო  მეტიც,  გვინდაკონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. „ჩვენ გვაქვს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა  მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა,არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, არის შიდა საქმეები მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითაც არის დაკავებული  ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად  დაინტერესდება ქართულ-ამერიკული  ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასევე ბევრი  რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს  შორის,“-განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა,წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგოპაკეტს,რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული  უსაფრთხოება

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. „ეს არის, სინამდვილეში, „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,“- განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე – ალასანიას მიერ დაწყებული მოძრაობები პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ვფიქრობ ჩანასახშივე განწირულია. ის ვერც მეფე იქნება და ვერც ლაზიერი. „მხედრად“ ან „ეტლად“ შეიძლება გამოდგეს

როდესაც წლების წინ ირაკლი ალასანია აქტიურ პოლიტიკაში შემოვიდა თუ შემოიყვანეს, მისმა პირველივე საჯარო გამოსვლებმა დამარწმუნა, რომ…