ნუნუშა ვასაძე: წინასაარჩევნო პროცესების “მხარდაჭერისთვის” USAID-მა 42 მილიონამდე დოლარიდან, 15 მილიონი მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულებით დახარჯა

ნუნუშა ვასაძე: წინასაარჩევნო პროცესების “მხარდაჭერისთვის” USAID-მა 42 მილიონამდე დოლარიდან, 15 მილიონი მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულებით დახარჯა, დიახ,…

ლევან რატიანი ,,ქართულმა ბრენდის დღემ” საუკეთესო ხელმძღვანელად დაასახელა

11 თებერვალს სასტუმრო სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ პა­ლას­ში“ „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2024“ აღი­ნიშ­ნა.  და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ამ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო,…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია…

კახა კალაძე სასტუმრო „იბის თბილისი სითის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო – „იბის თბილისი სითი“ (ibis Tbilisi City) მოემსახურება, რომელიც ისტორიულ…

დავით ვერავამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხობისა და სენაკის სოფლებში გამართა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ჭალადიდისა და მეორე ნოსირის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო…

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე, ჩვენი ქვეყნის მიმართ გულისხმიერებისთვის მინდა, მას პირადად გადავუხადო მადლობა

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ…

ლევან დავითაშვილი ვეწვიეთ აბუ-დაბი პორტის ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ლოგისტიკური მოთამაშეა, საქართველოში კომპანიას უკვე აქვს დაწყებული ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი გულისხმობს უფრო ფართო თანამშრომლობას

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დუბაის მთავრობასთან შეხვედრები, ბევრი მიმართულებით ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დღის წესრიგი, რაზეც ინტენსიურად ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობა. „დღეს ჩვენ ვეწვიეთ აბუ-დაბი პორტის ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ლოგისტიკური მოთამაშეა არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც. ეს კომპანია მუდმივად იზრდება და ის წარმოადგენს აბუ-დაბის მთავრობას. საქართველოში კომპანიას უკვე აქვს დაწყებული ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი გულისხმობს უფრო ფართო თანამშრომლობას ლოგისტიკის სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საკონტეინერო მიმართულებით, ისე ზოგადად ე.წ. ნაყარი ტვირთების, თხევადი ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით, ასევე ლოგისტიკური ოპერაციების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მულტიფუნქციურობა, რაც კომპანიას ახასიათებს, ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.  მისივე თქმით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ლოგისტიკური პროექტები ხორციელდება, რაც ქვეყნის ლოგისტიკურ, სატრანსპორტო ფუნქციას კიდევ უფრო აამაღლებს და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, თანამშრომლობა და ახალი ინვესტიციები ამ მიმართულებით იქნება ძალიან სასარგებლო. „ვფიქრობ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც კომპანიასთან უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში ამ მიმართულებითაც ვიხილოთ საამიროებიდან დამატებითი ინვესტიციები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ირაკლი კობახიძე -არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში. „გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა

ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით,  საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა,…

ცოტნე ანანიძე- ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებაზე, დედამიწაზე კი არა კოსმოსშიც გაუშვებდა “ჩაკრულოსთან “

„ბაიდენის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის მტკიცებულებები რომ ჰქონოდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დედამიწაზე კი არა, „ჩაკრულოსთან“ ერთად კოსმოსში…

გიორგი ვოლსკი: USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო – მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს და ნურც იმას დაგვაბრალებენ, რომ არასამთავრობოების სტიგმატიზაციას ვახდენთ

როგორც შევიტყვეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ…

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის – საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და ამიტომაც აცხადებენ დემოკრატიის მტრად

რადიკალი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე…

ბესიკ ამირანაშვილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი ლაზარაშვილთან და საკრებლოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად…

ერეკლე ღვიანიანიძე-სამინისტროდან ჩემი წასვლის გამო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ერეკლე ღვინიანიძე.,მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს”…

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.…