გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა…
თვე: ოქტომბერი 2024
ირაკლი კობახიძე -„ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში
მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა – „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. რაც შეეხება გახარიას, პრემიერის თქმით, როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები. „მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა„ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას და „ახალს“, რომელიც შედგება „ნაცმოძრაობის“ სახეებისგან, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან, წარმოადგენდნენ წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის პირდაპირ არ წარმოადგენდა მაშინდელ ხელისუფლებას, ამიტომ, შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი შევიდეს შეცდომაში, თუმცა ყველას მინდა შევახსენო, რომ ის პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო ის საქმეები, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „მაგნატს“„ელიტ ელექტრონისს“ „კონსტანტას“, ღამე კომპანიების, წილების გადაფორმება, ამ ყველაფერში იყო სამწუხაროდ ჩართული ეს კონკრეტული ადამიანი და ეს ყველაფერი უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რაც შეეხება გახარიას მე მისი ქმედებები მინდა შეგახსენოთ, რაც გაიხსენა მამუკა მდინარაძემ. როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ის მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ყველა შესაბამისი მოქმედება, რასაც ის ახორციელებდა, ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს იყო მისი დავალება, ის, როგორც უცხოელი აგენტი, ისე მოქმედებდა. იღებდა დავალებებს, და ეს დავალებები ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამას უკავშირდებოდა პანკისში რაც მოხდა, რაც მოხდა მესტიაში, „ბასიანში“ და ამას უკავშირდებოდა, რაც მოხდა 20 ივნისს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩორჩანას ამბავს და ასევე იმას შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა მაშინ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ“ არც ერთ ტელევიზიას, იმიტომ, რომ მარტივად გადაეფარნენ გახარიას, რომელიც იმართება ზუსტად იგივე ხალხისგან, რომლებისგანაც იმართება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები, ესენი არიან უცხოელი პატრონები“, -განაცხადა…
ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გაიხსნა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად,მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტულიცენტრი გახსნა.როგორც მერმა…
კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: ესეც, სავარაუდოდ,სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმისახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებასეხმაურება და ვარაუდობს,…
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის პრემიერობისკანდიდატად შესაძლო წარდგენაზე: ვინც უნდათ,დაასახელონ პრემიერად, აქ ყველაზე მთავარი მოსახლეობისგანწყობაა
„ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდათ შეიკრობონ. ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და…
ირაკლი კობახიძე- ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის
ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. “მინდა, ყველას მოგილოცოთ ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნა. ეს გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილი და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის. ბათუმი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ინვესტიციების საუკეთესო ადგილად ევროპაში; ეს არის ოთხი სეზონის ქალაქი და მიღებული აქვს ტურიზმის „ოსკარიც“. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას ხელს უწყობს სახელმწიფო სწორი გეგმით და ეს ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ყველაფრის მორიგი მაგალითია ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს გაიუხსნება. ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები, გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე: ჩვენი მოტივაცია არის – სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში. მიღწეულს არ ვჯერდებით დაკიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა
„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზეშეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან…
პრემიერი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია აშენებული
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე…
ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე – ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი,ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა
გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, – ამის…
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე :მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით
„მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით“,- ამის შესახებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის…
კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს
„ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში,სრული პასუხისმგებლობით…
კახა კალაძე: იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესორეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ…
თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოსსტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა.GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის…
დავით კაჭარავა: ის დღის წესრიგი, რომელსაც ეყრდნობა კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყნის გარედან არის მართული და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების ცვლილებას ემსახურება
ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნების პროცესში, უცხოური ძალების მხრიდან ღიად ჩარევაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის…
ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს
„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ…