“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება “პოს ტვ”-ის მიერ “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის…
თვე: ოქტომბერი 2024
გლდანის პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო
გლდანში, I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე…
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა.…
ირაკლი კობახიძე – პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაც აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს
ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდიწვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ
ტურიზმისა და საქმიანი ვიზიტების მზარდი დინამიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. სექტემბრის მონაცემებით, კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა და ქუთაისის აეროპორტი 1.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია და აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს. „ქუთაისიდან ყოველ კვირაში სრულდება 127 ფრენა, რომელთაგან 86 ევროპის მიმართულებაა – 36 ქალაქიდან, სადაც ფრენები ხორციელდება, 28 ევროპულია. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია; დღეს აქ დასაქმებულია ჩვენი 1000-ზე მეტი მოქალაქე; აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და გახდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში; სწორედ ამიტომ, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და მომავალშიც ასეთივე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად აღჭურვილი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,“- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელებაში წარმატება უსურვა პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, აგრეთვე სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული.
რატი ბრეგაძე კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრაგაძე,კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავს “დღეს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე…
ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე-ისეთი ისტორიული ერის შვილი იყო, როგორიც სომხები არიან და გესირცხვილებოდეს, რა დონის თითლიბაზი უნდა იყო?!
„არც ერთი ხმა, ამ სამარცხვინო კაცს, განსაკუთრებით სომხებმა არ უნდა მისცენ!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ…
ირაკლი კობახიძე – სინამდვილეში, არავითარი ზღვარი არ არსებობს გახარიას პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“,ამიტომ საზოგადოებამ ყველას ერთად უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს
გახარიას პარტიას აქვს კოალიცია შექმნილი „ნაცმოძრაობასთან“ 4 მუნიციპალიტეტში, ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს პარტია ერთობლიობაში შეადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რასაც საზოგადოებამ უნდა უთხრას უარი 26 ოქტომბერს. „ამ კავშირს არავითარი დამატებითი მტკიცებულება, პრინციპში, არ სჭირდებოდა – გახარიას პარტიას აქვს კოალიცია პირდაპირ შექმნილი „ნაცმოძრაობასთან“, 4 მუნიციპალიტეტში. ამაზე მჭიდრო კავშირი არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს ორ პარტიას შორის. თუმცა ის ფაქტი, რომ სიის მეორე ნომერი არის ადეიშვილის პროკურორი, ფაქტი, რომ სიის ათეულში ჰყავს თავის დროზე ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, მერაბიშვილის კადრი ჰყავს ათეულში და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი ზღვარი…
ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა ,რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს
ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგში მიღებულ იქნა აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია. „მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში მიღებულ იქნა აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია. ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან, რაცძალიან სამწუხაროა. როდესაც ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც ითხოვს კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვთ განხორციელებული, როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არმიღებას და ა.შ. ეს არის შემაშფოთებელი და სწორედ ეს არის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულობის შემცველია ეს ყველაფერი, გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად შესაბამის ბუნდესტაგის წევრებს უნდა შეუქმნას. ვინც მიიღო რეზოლუცია, სწორედ ეს ადამიანები უნდა გრძნობდნენ უხერხულობას. ჩვენი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციით გამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგში, ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს უწოდებს რუსულს, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში, შენ რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, არ ნიშნავს, რომ შენი კურსი რუსულია
რუსული კანონი არის ტყუილი. რაც შეეხება რუსულ კურსს, ეს არის ანალოგიური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე, იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა
იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. „სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი და დაპირება არის ის, რომ მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროპაში, მხოლოდ იმ ფასეულობების გაფრთხილებით,რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და როდესაც თავს გახვევენ ლგბტ პროპაგანდას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს. „არ შეიძლება კონკრეტულმა ადამიანებმა ერთმანეთთან დააკავშირონ ისეთი ცნებები, როგორიცაა ევროპა და ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეული ადამიანის უფლებას, ადამიანის უფლებები მომავალშიც ძალიან მკაცრად იქნება დაცული, არავის ინტიმური ცხოვრება ჩვენი განსახილველი არ არის, ხელისუფლება ამაში ვერ ჩაერევა, მაგრამ ამასთან ერთად პროპაგანდაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ვინც ითხოვს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს. ამ კანონს საქართველოში აქვს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტის მხარდაჭერა. როდესაც ასეთ დონეზე უპირისპირდებიან ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს არ შეიძლება ხდებოდეს, თუმცა მათი არჩევანია,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი,ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის შემდგომი განვითარება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე,“- განაცხადა პრემიერმა
პრემიერი – გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, იმის გამო შეაჩერეს ევროკავშირში ანალოგიური კანონის მიღება, რომ მერე აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის მოეთხოვათ ამ კანონის გამოხმობა
ძალიან საინტერესო დეტალია, ევროკავშირში დაინიცირდა გამჭვირვალობის კანონი, იმის ანალოგიური კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოში და რასაც,…
ირაკლი კობახიძე – ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე,რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი
ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ისინი ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასეთ პროცესებზე არსებით გავლენას ახდენს გლობალური ომის პარტია. ის ფაქტი, რომ გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამ დასკვნის გამოქვეყნება, მეტყველებს ერთ რამეზე – გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი. ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, შესაბამისად, შეიძლება აქცენტი გადაიტანონ პოსტსაარჩევნო პროცესებზე. მე მგონია, რომ ამას უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გადაწყვეტილება, ამ დასკვნის გამოქვეყნების გადავადების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.