პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უცხოური ძალების, რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო გეგმებს ეხმიანება. „იმდენად…
დღე: ოქტომბერი 25, 2024
მიხეილ ყაველაშვილი: ჰერჩინკსი დღეს არის და ხვალ აღარ იქნება თავის თანამდებობაზე – ვინც მას შეცვლის, ის როცა დაინახავს, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, იძულებული იქნება, რომ მას დაელაპარაკოს
„ფხიზლად უნდა ვიყოთ – ამას „ხალხის ძალა“ მთელი ორწელიწადნახევარია ვამბობთ. წინასწარ გვქონდა ინფორმაცია იმაზეც, რომ კანდიდატის…
ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი-რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 26 ოქტომბერის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს . ” ჩემი ოცნებაა…
ირაკლი კობახიძე – შევქმენით საფუძველი, რომ გავაორმაგოთ ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები, 3 მილიარდი ლარი ჩაიდება სოფლის მეურნეობაში
ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
ირაკლი კობახიძე – სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდა არის მთავარი, რაც განაპირობებს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით
ეკონომიკური ზრდა არის მთავარი, რაც განაპირობებს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის…
ირაკლი კობახიძე -გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. არ გვეღირსება ევროპა, ყველაზე ევროპული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება“
ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ „ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ყველაზე ქართული და ერთადერთი ქართული…
ირაკლი კობახიძე – ეს არის გადამწყვეტი, 2012 წლის ტოლფასი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევოპულ მომავალს შორის
ეს ნამდვილად არის გადამწყვეტი არჩევნები, ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ეს არის რეფერენდუმის…
საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდნენ
26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, განვითარებას და შეინარჩუნებს მშვიდობას
ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, ის, რაც ხვალ…
ირაკლი კობახიძე – ენჯეოებმა თვითონ განაცხადეს საკუთარი პოლიტიკური და უფრო მეტიც, საარჩევნო მიზნების თაობაზე, ისინი პირდაპირ უკავშირებენთავიანთ პოლიტიკურსაქმიანობას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას
როდესაც გაიმართა ოპოზიციის ერთადერთი აქცია, სადაც იმედი ჰქონდათ, რომ გაავსებდნენ თავისუფლების მოედანს და ვერ გააკეთეს ეს, ამ აქციის ორგანიზატორებიც და დონორებიც იყვნენ ენჯეოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც პირდაპირ დარღვევაა საარჩევნო პრინციპების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ენჯეოებმა თვითონ განაცხადეს საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების თაობაზე. „რაც შეეხება ენჯეოებს, მიუხედავად იმისა, რომ ენჯეოები ყოველთვის იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებულები, ისინი ერიდებოდნენ მაინც თვითლუსტრაციას, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ყველაზე მკვეთრად 2022 წლის ივნისში, როდესაც კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემდეგ ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მოითხოვეს მათი მონაწილეობით ახალი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირება. მას შემდეგ ეს ენჯეოები, საუბარია ყველაზე მსხვილ ენჯეოებზე, პირდაპირ მონაწილეობენ კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ და ისინი ახლა უშუალოდ არიან ჩართულები საარჩევნო კამპანიაში. როდესაც გაიმართა ოპოზიციის ერთადერთი აქცია, სადაც იმედი ჰქონდათ, რომ გაავსებდნენ თავისუფლების მოედანს და ვერ გააკეთეს ეს, ამ აქციის ორგანიზატორებიც და დონორებიც იყვნენ ენჯეოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც პირდაპირ დარღვევაა საარჩევნო პრინციპების, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, აშკარად სახეზეა ის, რომ ენჯეოებმა თვითონ განაცხადეს საკუთარი პოლიტიკური და უფრო მეტიც, საარჩევნო მიზნების თაობაზე. ისინი პირდაპირ უკავშირებენ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას, თუმცა მათ თავად აქვთ ისეთი რეპუტაციული ზიანი მიღებული, რომ ჩვენთვის არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლიათ ამ არჩევნებზე“, – განაცხადა პრემიერმა მისი თქმით, ისინი ვერ შეეგუებიან არჩევნების შედეგებს, თუმცა, მათ არ აქვთ რესურსი, რომ არიონ ქვეყანა. „რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, მე არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული რესურსი ჰქონდეთ ამ ძალებს. ისინი ვერ შეეგუებიან არჩევნების შედეგებს, თუმცა, მათ არ აქვთ რესურსი, რომ არიონ ეს ქვეყანა. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი, ოქტომბერ-ნოემბერ დეკემბრისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, მარტში, აპრილში და მაისში მათ მოუწიათ წინასწარ იმ ტყვიების დახარჯვა, რომელიც ჰქონდათ გამზადებული ამ საშემოდგომო პერიოდისათვის. აქედან გამომდინარე, მათი რესურსი აბსოლუტურად სუსტია. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, იდგა თავის ადგილზე მარტში, აპრილში და მაისში, როდესაც იყო რევოლუციური მცდელობა და პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე, როცა არის დასაცავი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. შესაბამისად, მცდელობა აუცილებლად ექნებათ, ვერ შეეგუებიან მძიმე მარცხს, თან ეს მარცხი იქნება ძალიან მძიმე მათთვის, თუმცა მათი მცდელობა იქნება განწირული წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისის მერი კახა კალაძე 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსახლეობას მიმართავს
მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა…
ირაკლი კობახიძე – არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად
არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში…
ირაკლი კობახიძე – საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე
საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადად, აქცენტი კეთდება სამ თემაზე – ეს არის ადმინისტრაციული რესურსის…
ირაკლი კობახიძე – არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმეგანშტოება, ყველა ერთად არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე
ყველაფერი ხელის გულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის, ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურად, არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ პირობითია განსხვავებაა ამ ოთხ ძირითად პარტიას შორის, რომელზეც მიდის საუბარი, მათ შორის, იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი. „რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყოველთვის აჩვენებდნენ საკუთარ სახეს. ახლაც ყველაფერი ხელის გულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის. ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურად, არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, შესაბამისად, ყველაფერი იქიდან იმართება. მხოლოდ პირობითია განსხვავება ამ ოთხ ძირითად პარტიას შორის, რომელზეც მიდის საუბარი, მათ შორის, იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი. ეს არის „ნაცმოძრაობა“ და გვარამიას პარტია. პირობითია ზღვარი მათ შორის. ყველა ერთად არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ან როცა იყვნენ ასოცირებულები ხელისუფლებასთან, როგორც ეს იყო მაგალითად ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ჩართული იყო პირდაპირ ბიზნესის რეკეტის საქმეებში, როგორიც იყო „კონსტანტას“ საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, „მაგნატის“ საქმე და ა.შ. რაც შეეხება მეოთხე პარტიას, რომელსაც უკვე არავითარი რესურსი არ აქვს ბარიერის გადალახვის, ეს არის გახარიას პარტია, მათ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ უკვე შექმნილი შემდგარი კოალიცია. გარდა ამისა, მათ ხელი აქვთ მოწერილი ერთობლივ ე.წ ქარტიაზე, რომლის მიხედვითაც ისინი ერთიანი დღის წესრიგით გამოვლენ გამარჯვების შემთხვევაში, უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ, აქ აბსოლუტურად გაშიფრულია ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.