fbpx

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაელ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერია

ვნახეთ პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა [ბუნდესტაგში], დღეს იყო კენჭისყრები და ვნახეთ, რომ მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა,…

შალვა პაპუაშვილი-დღეს რომ უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ჩვენს ომს თქვენს პოლიტიკურ დებატებში ნუ რევთო, თავის დროზე რატომ ჩარიეს, რომ ითხოვდნენ, ქართველები გამოაგზავნეთ აქ უნდა იომონო

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბანერები იყო, რაც ჩვენ გვაქვს და ყველამ უნდა შეხედოს ამ ფოტოებს და განსაკუთრებით…

ირაკლი კობახიძე როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი…

ირაკლი კობახიძე -სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული

სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ის ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, ის პირდაპირ და უხეშად არღვევს საარჩევნო პრინციპებს. „რეალურად ოპოზიციის ამოცანა არის ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. თუ წინასწარ ეტყვიან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ისინი ვერ მოახერხებენ ამომრჩევლის მობილიზებას. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ისინი ძალიან თამამად და ხმამაღლა ჰპირდებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ  ახლა იცვლებოდა ხელისუფლება, ახლა იგებდნენ არჩევნებს, ეს იყო 2016-2018 წელს, ეს იყო 2020-2021 წელს, მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს. გასაგებიც არის რაღაც კუთხით, შეიძლება იცოდე წინასწარ რომ აგებ არჩევნებს, მაგრამ ეს არ უნდა უთხრა ხომ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის რეალურად ოპოზიციის დამოკიდებულება. მეორე მხრივ, როდესაც ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, როცა სინამდვილეში გაქვს აბსოლუტურად კატასტროფული რეიტინგი და ჰპირდები გამარჯვებას არჩევნებში შენი კოლექტიური პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამის შემდეგ ხომ უნდა ჩახედო თვალებში საკუთარ ამომრჩეველს, ეს არ აინტერესებთ. იმდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ეს ტყუილი არ აინტერესებთ. 26 ოქტომბრის საღამოს რომ მოუწევთ საკუთარი ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვა, რომელსაც ატყუებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ არის საერთოდ მათი ინტერესის საგანი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ამომრჩეველთან ჩვენს საარჩევნო შედეგებზე, დაზუსტებით ვეუბნებით, რა არის ჩვენი მოლოდინი. შეგახსენებთ, 2020 წელს, როცა ტარდებოდა არჩევნები, მაშინ პირადად მე ვაკეთებდი განცხადებებს, რომ ველოდებოდი დაახლოებით 90 მანდატს და ისე დაემთხვა, რომ მივიღეთ 90 მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. 2021 ვამბობდი, რომ ვაპირებდით იმ შედეგის გამეორებას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე, გამომდინარე სოციოლოგიური კვლევებიდან და რეალურად 1- პროცენტიანი განსხვავება იყო მხოლოდ 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებს შორის. ასევე, 2016 წელს, როცა ჩვენ მივიღეთ ხმების 48 პროცენტი, ოდნავ მეტი, ჩემი განცხადება იყო, რომ ჩვენ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, ანუ ეს ნიშნავს უხეშად დაახლოებით, 50 პროცენტს და აქაც იყო მიზერული ცდომილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს ატყუებს ამომრჩეველს. „ტყუილი ზოგადად არ უნდა იკადრო და მეორე ის, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიტყვაზე ამომრჩევლის მიმართ. მოგიწევს არჩევნების დღეს თვალი გაუსწორო საკუთარ ამომრჩეველს. შენ თუ გექნება ტყუილი ნათქვამი, აქ ელემენტარული პასუხისმგებლობის ამბავია, რომ გამართული იყო წელში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არ აინტერესებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამიტომ იტყუებიან სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელიც ამბობს 20-25 პროცენტს. ტყუილსაც ხომ აქვს რაღაც საზღვრები, იგივეს ამბობს ვაშაძე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ორი პოლიტიკოსია დღეს საქართველოში, რომელიც 20-25 პროცენტს ამბობს, ეს არის გიორგი ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი. …

ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და  ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და  ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო…

ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და  ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და  ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო…

ირაკლი კობახიძე – გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, თუ შევადარებთ ყველა წინა არჩევნებს, ეს საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მშვიდი

სამწუხაროდ,  პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში,საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ…

მამუკა მდინარაძე: დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი, რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა და ზეწოლა, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა…

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – გვითხრეს, რომ თურმე, უნდა გავაუქმოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, თურმე, უნდა გავაუქმოთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რათა ვერასდროს გავიგოთ, ვინ დააფინანსებს ამ ქვეყანაში აგენტურას, ომის და ლგბტ პროპაგანდას, ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს

ევროპარლამენტის გამოყენებით გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა…

მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ეკონომიკა თურმე უნდა ჩამოვაქციოთ, რუსეთს უნდა დავუწესოთ სანქციები, რაც მას დააზიანებს მაქსიმუმ 0,3 პროცენტით, ხოლო, საქართველოს ეკონომიკას – მინიმუმ 12 პროცენტით

გუშინ, ევროპარლამენტის სახელით, მეოთხე, უკვე გაცვეთილ-გაუფასურებული რეზოლუციით გვითხრეს, რომ ჩვენ ეკონომიკა წინ კი არ უნდა წავიყვანოთ…

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციიდან თუ გარე ძალებიდან, ვერავინ შეძლო „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის კრიტიკა რაიმე მიმართულებით, იმიტომ, რომ არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს ხელშესახები პროგრესი და მომდევნო ოთხი წლის გეგმები კიდევ უფრო შთამბეჭდავია,

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე,…

მამუკა მდინარაძე: აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად, ხალხს ემალება და ისინი ჩაანაცვლა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებმა, რეზოლუციებმა თუ სხვაგვარმა განცხადებებმა

ყველა კარგად ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო დღეების პერიოდში. აგენტურული ოპოზიცია პრაქტიკულად, ხალხს ემალება…

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეო…

ბიძინა ივანიშვილი: უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას – ეს უნდა დასრულდეს

ბიძინა ივანიშვილი: 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი იქნება – ჩვენ…

ბიძინა ივანიშვილი: უცხოეთის აგენტებმა ზუსტად იციან, რომ უსიტყვო მორჩილების მიღწევა მხოლოდ ჩვენი ხალხის მორალური დეგრადაციის გზით შეუძლიათ – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერებს თუ ოჯახურ ღირებულებებს კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ!

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი…