ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

ჩემი დღევანდელი ბრიფინგის თემა არის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ უკვე დღე-ნახევრის შემდეგაც კი ვერ თუ არ გაკეთებული…

“ქართული ოცნების“პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების დათვლა სრულად დაასრულა. არჩევნების შედეგები უკვე ნათელია, თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში და ეს არის ქართველი ხალხის, დიდი გამარჯვება, რომელმაც, ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა, გაუსწორა რა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ  რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო, ამ არჩევნებზე იყო რისკი, რომ განმეორდებოდა.დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ, გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით: გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა. გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ- 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ,რომ ეღიარებინათ  მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ. ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციებს, რომლებიც ასე უკვე შეჩვეული ვართ, რომ ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ადრე გვქონდა, ძირითადი მანიპულაცია რასაც ოპოზიცია აწარმოებდა იყო ბიულეტენები, ოქმები, გახსოვთ ფრიალი და ასე შემდეგ, ჩაიხსნა მთლიანად იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული სისტემა და ახლა გადავიდა სხვა სახის მანიპულაციებზე. ვნახოთ რა არის ეს: პირველი- “ედისონ რისერჩის”  გაყალბებული ეგზიტპოლები. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკოს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია უკვე ღიად ვთქვათ, რომ “ედისონ რისერჩმა” გააყალბა ეგზიტპოლი. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იქნას შესწავლილი. რა თქმა უნდა, მან საკუთარ რეპუტაციას მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან სავარაუდოდ დგას რაღაც უკანონო გარიგება, რომლის მიზანი რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნებოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია. ასე რომ ეს არის ერთი ფაქტი და ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და მათ შორის, უცხოელი აქტორები იმისთვის, რომ გაეტარებინათ ცრუ ნარატივი, თითქოს მოხდა გაყალბება და ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ სქრინზე გიორგი კანდელაკი, რომელიც ორმაგი ფუნქციის მატარებელი არის ჩვენს საზოგადოებაში. ის ერთის მხრივ არის პოლიტიკოსი და მეორეს მხრივ არის ენჯეოს წარმომადგენელი, უცხოური დაფინანსებით  მოქმედი პოლიტიკოსია შეგვიძლია ასე ვთქვათ და გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე და ის თავის სოციალურ მედიაში აქვეყნებდა ზუსტად ამ შედარებას, თუ როგორი აცდენა არის ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის და ამით ამყარებდა ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოხდა გაყალბება. რომელსაც ასევე იზიარებს ქალბატონი ლორა თორნტონი. როგორც იცით ის გახლავთ ავტორი იმ ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარედგინა ამერიკაში, სადაც ზუსტად აღწერილი არის ის სცენარები და გახსოვთ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რაც დღეს ხდება. გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ  დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, მიუხედავად ამისა უნდა იყოს პროტესტები და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხარი დაუჭირონ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა. და ვხედავთ, რომ ის მთლიანად ჩართული არის ტყუილის, ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ეგზიტპოლთან დაკავშირებით და არის მონაწილე დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციისა. კიდევ ერთხელ, თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა,  რომ “ედისონ რისერჩმა” გააყალბა განზრახ ეგზიტპოლები და ამით იყო მცდელობა, რომ შემოეტანათ შფოთი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში და დისკრედიტაცია მოეხდინათ არჩევნების. მეორე საკითხი შეეხება თავად აპარატურას, თქვენ გახსოვთ როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით და გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ ეს არის რა თქმა უნდა გაუგონარი ამბავი და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართული არის იმ სცენარში, რასაც ჰქვია ქვეყნის არევა ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ გვესმოდა, …

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას…

რატი ბრეგაძე -გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის  იდეოლოგიის მიმდევართა  კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე :“ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი  აღქმებისა…

გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო – პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას . ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი

ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა ვცეთ. ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი,- ამის შესახებ გერმანიის…

ანრი ოხანაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 1 120 000 ხმა, 900 000 ხმით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით – „ქართულ ოცნებას“ ზურგს უმაგრებს ქართველი ხალხი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ…

შალვა პაპუაშვილი-რამე რომ გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს ან თუნდაც ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ და მშვიდად დაიძინეს იმიტომ, რომ იციან, ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლობის გამო

„მთავარი მიზანი რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ეს მიზანი ვერ შეასრულეს და…

შალვა პაპუაშვილი: NDI-ის პასუხისმგებლობაა, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს

მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს, ასევე დაადასტურებდა ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიში, რომელსაც ISFED მალავს. გუშინ თქვენ ნახეთ,…

შალვა პაპუაშვილი აპარატურით მანიპულაციაზე: პრეზიდენტის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ ეს არის გაუგონარი ამბავი

შალვა პაპუაშვილი: აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული ჩაატარა აუდიტი, არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან…

შალვა პაპუაშვილი: თუ დიდ მასშტაბებს ვერ თვლის ბატონი მელიას კალკულატორი, წალენჯიხაზე გეტყვით, რომ გადასატან ყუთზე ადგილობრივ არჩევნებზე 2021 წელს 778 ადამიანი იყო რეგისტრირებული – საოცრება, უფრო მეტი ყოფილა ვიდრე 2024 წელს, ასეთი მარტივი ტყუილებით ატყუებენ ადამიანებს

გუშინ, „მთავარ არხზე“, ნიკა მელია ძალიან გახარებული ავრცელებდა სასულეებს. აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ, ცოდნა…

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ, 2020 წელს რამდენიმე თვე დასჭირდათ და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე მარცხის აღიარება მოუწევთ

დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს  და მათთან ერთად დგანან ენჯეოები,  რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის – ეს ძალები  უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე

ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ ვერავინ შეარყევს. „კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც ხდებოდა ყველა არჩევნებზე. ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. სცადეს, დაპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს“, – განაცხადა პრემიერმა

პრემიერი – მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა, დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას,  რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე

მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა. ყველაზე რთულ წუთებშიც ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და სწორედ ამან…

ირაკლი კობახიძე -გაგრძელდება ინფრასტრუქტურული  სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული  გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება

გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12-წლიანმა და განსაკუთრებით ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ 4 წლის თავზე  თვისებრივად განვითარების  სხვა დონეზე  გადავიდეს ქვეყანა, რაც არის სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა.„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზეც გვქონდა საუბარი, ეს არის მაგალითად ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე, რაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არის სავსებით რეალური. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი და აქაც სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებული. 4 პროცენტს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის  მაჩვენებელი,  ასევე 4 პროცენტს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი, სულ მცირე 300 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ესეც არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა სავსებით რეალური ამ მიზნის შესრულება, ამისათვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა.  ჩვენ გვინდა, სულ მცირე 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რაც სავსებით რეალურია და ამისთვისაც არის ძალიან კარგი საფუძვლები შექმნილი გასული წლების განმავლობაში. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება, მათ შორის საგზაო პროექტები და მრავალი მიმართულებით გვაქვს ასეთი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძე – თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო  კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის დასრულდება

ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში. საუბარია სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცეს საშუალებას, რომ უშუალოდ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში და შესაბამის გარემოში. ეს მისცემს მათ სრულიად სხვაგვარად საკუთარი ინტერესების რეალიზების საშუალებას. მთელი ყურადღება დაეთმობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.