შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
თვე: მაისი 2024
პრემიერი – 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში
2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა…
ირაკლი კობახიძე – კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას
ირაკლი კობახიძე – კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას – მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაუმჭვირვალობის გამო ჩამოყალიბდა ნეგატიური პრაქტიკა, რამაც ამ კანონის მიღება გახადა აუცილებელი. „ჩვენთვის არის მისაღები მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას. რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ამ კანონის ინიცირება, მიღება აუცილებელი – პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში სწორედ გაუმჭვირვალობის გამო და მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ტიპის აქტივობები ფინანსდებოდა გარე წყაროებიდან, ეს იყო მაგალითად კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობა რევოლუციურ პროცესებში, ასევე ეს იყო ლგბტ პროპაგანდის პირდაპირი დაფინანსება, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის, თავდასხმის დაფინანსება, ნარკოტიკების პროპაგანდა, ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. ამას წინათ, გავხსენით ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი 9-კილომეტრიანი გვირაბი, აქამდე ყველაზე გრძელი გვირაბი იყო რიკოთის გვირაბი, 2 კილომეტრზე ნაკლებია მისი სიგრძე და საქართველოში განხორციელდა უნიკალური პროექტი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა ამ გვირაბის გაჭრას, მშენებლობას, შესაბამისი პროექტის განხორციელებას. მას უნდოდა ამ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დაბლოკვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საბაბით. მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწია თავისას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გახსოვთ, რა ხდებოდა ჰესებთან დაკავშირებით და ა.შ. ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რამაც გახადა აუცილებელი ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი
ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის. „რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო და ამ კანონის ინიცირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი…
ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა
მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია,…
ლევან ნიკოლეიშვილი-მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოება ისევ გამოწვევის წინაშეა, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები, ამიტომაც ჩქარობენ გარკვეული ძალები, საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა არჩევნებამდე გაათამაშონ
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექსპერტი იმ ძირითად…
კახა კალაძე: საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები, გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია. სოციალურ…
კახა კალაძე: ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი მესიჯები; ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამჭვირვალობის…
პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაშიარსებულეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. საუბარი…
ანონსი
11 მაისს, 13.00 საათზე, ბორჯომში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო…
მიხეილ გოგინაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა წამებას, ტყუილს, წართმევას, მუქარასა და ა.შ., ახლა კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყენებენ ნაცისტურ მიდგომებს
„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ გოგინაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც…
თამთა მეგრელიშვილი: „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შინაარსის მიმართ შიში პოლიტიკური დირექტივის ნაწილია – კონკრეტულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობა და სტაბილურობა. კანონპროექტი კარგი სატყუარა აღმოჩნდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად
„კონკრეტულ ძალებს ქართულ სახელმწიფოში არ აწყობთ მშვიდობა, პოლიტიკური სტაბილურობა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი კარგი სატყუარა…
ზაალ ანჯაფარიძე: ზოგიერთმა რადიკალმა ოპოზიციონერმა უკვე იარაღის სასხლეტს დააჭირა თითი. მათ ლოგიკას რომ მივყვეთ, კარგი ბიჭები არიან და სროლაზეც ხსნილი აქვთ…
დიახ, ასეა და რატომღაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს ვერ შეიგნო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე…
ნინო ფოჩხუა: პრემიერის წერილი ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს, უნდა გაათვიცნობიერონ აქციის მონაწილეებმა ვის უნდა მათთვის სიკეთე და ვინ იყენებს მათ შავბნელი საქმეებისთვის, ფაქტებიც ხომ ამაზე მეტყველებს
დღეს საქართველომ უნდა იამაყოს ახალგაზრდა მოაზროვნე პრემიერით.მის ახალგაზრდებისადმი მიძღვნილ წერილში ზუსტი აქცენტები იყო დასმული დღევანდელ მოვლენებზე,…