ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო მეგაპროექტი. „მნიშვნელოვანი, საინტერესო მეგაპროექტი, რაც დაანონსდა, ამ პერიოდის განმავლობაში, იყო ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი. დღევანდელ ჩვენს ინფრასტრუქტურას არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლოს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ახალი სტადიონი მოგვცემს უმაღლესი რანგის თამაშების მასპინძლობის საშუალებას, მათ შორის, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“, – განაცხადა პრემიერმა.
თვე: მაისი 2024
ირაკლი კობახიძე – აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე
ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“…
ირაკლი კობახიძე -ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით,რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც
ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც. „ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე -განათლების სფეროში, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით გვჭირდება სერიოზული ძვრები,ასევე ჯანდაცვაშიგასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი
განათლების სფეროში გვჭირდება როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა ასევე მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზეც. „განათლების სფეროში გვჭირდება, როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თვისებრივად შეიძლება, შეიცვალოს სისტემა, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, განათლების ხარისხი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ასევე ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი, რასაც სჭირდება კომპლექსური, სისტემური მიდგომა და ამაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უხვი ნალექის გამო თიანეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ხორციელდება სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა
სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. ადგილზე ასევე იმყოფება…
საბაჟო გამშვები პუნქტზე ,,სადახლო“ სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია მუშაობა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერე ,,დებედამ“ დააზიანა (საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში), სომხეთის რესპუბლიკის მხარეს…
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხონში, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა
საზეიმოდ მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედანი, განთავსდა თემატური, ისტორიული კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.ხონის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული…
დავით ქართველიშვილი: ჩემი ბრიტანელი მეგობარია ჩამოსული საქართველოში და აქ დარჩენას გეგმავს – თქვენს თვალებში ინგლისში მივიწყებულ საკუთარი ღირსების შეგრძნებას ვხედავო
„ბრიტანეთიდან მეგობარია ჩამოსული სტუმრად, იქაური მოქალაქეა, უჭკვიანესი პიროვნება. ინგლისმა დაკარგაო ის პეწი, რომელმაც ოდესღაც მას მსოფლიო…
გარდაბნის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საზეიმო მსვლელობა რომელში მონაწილეობაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი ანსამბლების წევრებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის…
26 მაისთან დაკავშირებით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები…
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მესტიასა და ამბროლაურში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მესტიისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით მესტიასა და ამბროლაურში, 26…
ვასილ მაღლაფერიძე: ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო
ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს…
დავით ქართველიშვილი: ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად გვითვლიან
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებას რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის…
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რომელიც თავისთავად აერთიანებს და განასახიერებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის…