სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი)…
თვე: მაისი 2024
ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
გურამ მაჭარაშვილი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივაზე: ეს არის მორიგი „ხრიკი“ იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც არ უნდა ზურაბიშვილმა გაუმხილოს, რომ ეს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, წაგებულია
პრეზიდენტის მხრიდან „ქალაქობანას“ თამაშის სურვილს შეადარა „ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული…
ზაალ ანჯაფარიძე: რა განსხვავებაა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის? იქ სადაც პოლიტიკოსები საუბრობენ საზღვრებზე, პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ ჰორიზონტებზე – გუშინდელმა დღემ ეს მკაფიოდ დაგვანახა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, პოლიტიკოსებსა და…
ჯეფრი საქსი: ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსაც ნატოს ნაწილად ვაქცევთ, ამის მიზეზი ნათელი იყო – ეს ჩვენი გზაა, რომ ევრაზიაში დომინანტები ვიყოთ, ეს არის ამერიკული უნიპოლარიზმი
ჩვენ ვართ ჰეგემონები ადრე მხოლოდ თურქეთი იყო ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვთქვით: კარგი, ავიღებთ რუმინეთს…
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიოასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიოასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური…
გიორგი ღამბაშიძე: გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების შედეგად მიღწეული გამჭვირვალობა და სიმართლე, იმედია გააჯანსაღებს პარტნიორების დამოკიდებულებას საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ
მათი მიდგომები გახდება სამართლიანი და მიუკერძოებელი „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებამ გაიმარჯვა – მათ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ,…
ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ
ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი შეუერთდება ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან,…
დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ელემენტარული კანონების უცოდინარმა „პრეზიდენტმა” – რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხება
პრეზიდენტმა, ამჯერად, თემაზე რა არის საქართველოს საგარეო არჩევანი, რეფერენდუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა. დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას…
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიოასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიოასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.მიხეილ სარჯველაძე ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა დაჯანმრთელობის…
გურამ მაჭარაშვილი: ეს პირველი ეტაპი გადალახულია – დღეს საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და ის შედგა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა
“ყველა სხვა სახელმწიფოს უნდა, რომ თავისი ინტერესი გაატაროს, ეს ნებისმიერი სახელმწიფოს და მით უმეტეს, დიდი სახელმწიფოების…
გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის არგუმენტს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის…
პრემიერი -ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი -ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება
ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი – ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას, 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაწევრიანებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლება მიყვება ეროვნულ დღის წესრიგს. „თქვენ თუ იზიარებთ ამ განცხადებებს, ეს თქვენი საქმეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, არ დავდევთ ჩვენი ოპონენტებისგან და მათი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკოსების განცხადებებს. ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული დღის წესრიგი და მივყვებით ამ წესრიგს. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი – ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით – ასეთი ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის
კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ…
ირაკლი კობახიძე -არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის
ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამბობდნენ, რომ 2023 წელს ქართველ ხალხს მისცეს სტატუსი და არა ხელისუფლებას, თუმცა 2022 წელს იგივე ქართველ ხალხს უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე. „არ შეიძლება ასეთი მანიპულაციები. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულებების გამოვლენა ქართველი ხალხის მიმართ. უნდა იყოს სამართლიანობა უზრუნველყოფილი და არ შეიძლება, ყოველ ჯერზე თითოეული ნაბიჯი გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის – ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკებების გახსნა და ამის შემდეგ სხვა ნაბიჯები იქნება. მთავარია ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. ჩვენ რასაც ვხედავთ, იყო პირდაპირი მცდელობა, რომ გლობალური ომის პარტიას ევროკავშირის თემა გამოეყენებინა საქართველოში ვითარების არევისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად. ასეთი პროცესები სადამდეც მივიდა უკრაინაში, ყველამ ვნახეთ. იქაც რეალურად თავის დროზე საბაბად იქნა გამოყენებული სწორედ ევროკავშირის თემა. დეტალებს არ გავიხსენებ, რა მოხდა 2013-2014 წლებში უკრაინაში და რეალურად, ამ შანტაჟმა უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2022 წელს შანტაჟი რომ არ გავიდა, ეს პირველ რიგში ქართული საზოგადოების დამსახურებაა. „ქართული საზოგადოება 2022 წლის ივნისში არ აჰყვა შანტაჟის იმ სცენარს, რომელიც აგებული იყო სწორედ კანდიდატის სტატუსის თემაზე და რისი მიზანიც იყო რევოლუციის მოწყობა. გახსოვთ, ენჯეოები ავიდნენ მაშინ პირდაპირ რევოლუციურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი ტექნიკური მთავრობის ფორმირება. თუმცა, საზოგადოება მათ არ აჰყვა და შესაბამისად, საზოგადოება იყო მთავარი, ვინც არ მისცა საშუალება კონკრეტულ ძალებს, ვისაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ევროკავშირის თემა გამოეყენებინათ შანტაჟის ინსტრუმენტად ამ ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.