მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სფერო საჭიროებდა გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. „ზოგადად, რაც შეეხება გამჭვირვალობას საქართველო არის გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. მე პირადად, მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო განკარგულების თუ დადგენილების გასაჯაროების თაობაზე და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსიც არის ამის კიდევ ერთი დასტური. მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებდა მოწესრიგებას, გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც დააინიცირა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. გამჭვირვალობა არის ევროპული ფასეულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა სფეროში“, – განაცხადა პრემიერმა.
დღე: მაისი 30, 2024
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტ ის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალსაავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვეშესაძლებელია.ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემ…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს, ხდება „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება
ის ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, – ამის…
ირაკლი კობახიძე – სამარცხვინო ქმედება განახორციელა ბადრი ჯაფარიძემ, ვითომ, ონში კონკრეტული ენჯეო აღარ დაუჭერს მხარს ბავშვთა სტომატოლოგიურ მომსახურებას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს
სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, ვითომ, კონკრეტული ენჯეო გავიდა კონკრეტული პროექტიდან…
პრემიერი -ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა
ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები აღნიშნული მომგებიანი პროექტით, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. „რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორების ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. ამაზე არ მინდა უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გაჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა სხვანაირად ხდება სამწუხაროდ ყველაფერი. ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რაც შეეხება სანქციებს, მე მგონი, ეს არის სპეკულაციები. მეორე მხრივ, იგივე ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კონკრეტული ამერიკული კომპანიებიც კი არიან მინორიტარი მეწილეები ამ ჩინურ კომპანიაში. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ცარიელ სპეკულაციასთან,“- აღნიშნა პრემიერმა.
კაია კალასი: მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი – ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში
საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი…
ირაკლი კობახიძე „გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე მის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ
გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამწუხარო მოვლენა. „გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის
უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც…
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებ ის არავის ეშინია განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის
ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპოზიციის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ.„რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ, სახე საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, – ამის შესახებ…
გურამ მაჭარაშვილი: სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევას აფასებს, სადაც საქართველო, 125 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა.…
ნანა კაკაბაძე: საკვირველია, როგორ გაუძლეს ამ ყველაფერს დეპუტატებმა, სისულელეა, რომ მათ ბიძინას შიშმა ან სახელისუფლებო სკამების შენარჩუნების ლტოლვამ მიანიჭა ასეთი ბინძური შეტევების გაძლების ძალები, მათი გამძლეობის განმაპირობებელი იყო სიმართლის რწმენა
როგორც დესტრუქციული ოპოზიციის, ისევე მათი მთელი მსოფლიოს”გულშემატკივრების” მხრიდან მუშტების ქნევა გრძელდება. გამარჯვებულებს ემუქრებიან დამარცხებულები, დედას გიტირებთო.…
ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში 29 მაისს, გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში…
დავით ქართველიშვილი NATO-ს სამიტზე საქართველოს ხელისუფლების დაპატიჟებაზე: ასეთი “დაპატიჟება” ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული
“ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ამერიკის მხრიდან NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს ხელისუფლების…
ვიქტორ ჯაფარიძე: მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას
„ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მიმართ უცხოელი პარტნიორების კრიტიკით გაოცებულია და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი…