ვროკავშირის ექსპერტები: წინასწარი რეგულაციის გარეშე „მაგთიკომის“ წილები 40%-იან ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვა და კონკურენცია ვერ განვითარდება

„კომპლექსური კვლევის ფარგლებში დავადგინეთ, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და…

პირველად უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლგბტ მხარსადაჭერი მარში გაიმართება

პირველად უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლგბტქ+ თემის წევრების უფლებებისა და მათი ხილვადობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ტიპის…

გია აბაშიძე: საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება, დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე

ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება,…

ComCom-ის წევრმა და ევროკავშირის ექსპერტმა კომპლექსური კვლევის ფარგლებში მობილურ ბაზარზე აღმოჩენილი არაკონკურენტული გარემოსა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გამართეს

კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი, ეკატერინე…

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენიბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირადშეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, – ასეგამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა…

კახა კალაძე: მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

„თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეცძალიან მნიშვნელოვანია – მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები…

კახა კალაძე: ჩვენ შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, თუმცა ბურთი მათ მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით,ბურთი მათ მხარეს იქნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოშიგერმანიის ელჩის, პეტერ…

ედიშერ გვენეტაძე ხაზარაძე/ჯაფარიძეზე: საქართველოში უახლოეს ხანებში დიდი ალბათობით შემოვა ჩინური ბანკები 2%-3%-4%-იანი განაკვეთით, ეს კი ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ამ ყაჩაღ-მევახშეებისაგან გათავისუფლებას

“რატომ იხევიან წელზე ხაზარაძე, ჯაფარიძე… და სხვა კომპრადორული, კოლაბორაციონისტი ბურჟუაზიის წარმომადგენლები? მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში უახლოეს…

კახა კალაძე: ანაკლიის პორტის პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება

„ჩვეულებრივი სპეკულაციები, აბსურდი და სისულელეშეიძლება ვუწოდოთ ამ განცხადებებს“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვისსაპასუხოდ…

ხალხის ძალა“ : ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა

„ გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი ჩინური კომპანია ოფიციალურად გამოცხადდება ტენდერში…

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოსდაგმობილი

„ეს არის იმ რადიკალების ხელწერა, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსიგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა,…

ირაკლი კობახიძე -გამჭვირვალობის  კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწვლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული  კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.  პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო  ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიზიარებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეჩერება არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება საკითხის სამართლებრივად განხილვამდე და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის  სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა. „რაც შეეხება რუსულ კანონს, უნგრეთის კანონს, იქ გადაწყვეტილების მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინცირეთ ჩვენი კანონპროექტი  იმ ფორმით, როგორი ფორმითაც დავაინიცირეთ. რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის  თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხისგანხილვა. თქვენ გახსოვთ ზეწოლის საფუძველზე თავის დროზე „რუსთავი 2“-თან მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა შემდეგ, სიღრმისეული განხილვის საფუძველზე, სტრასბურგმა თავადვე დაადგინა, რომ სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“ის  საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი.  ასევე შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ეს გარემოება ნიკა გვარამიამ გამოიყენა იმისთვის,  რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაეძარცვა. იმედია, ასეთი პოლიტიკური  გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და  ამაზე არ მახსოვს არავის შეშფოთება

ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ ე.წ აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს არავის შეშფოთებული რეაქცია,-ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებთან უცხო  ნომრებიდან შეურაცხმყოფელი ზარების განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნებისმიერი ზეწოლა, ბულინგი არის აბსოლუტურად  მიუღებელი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, თუმცა ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. „გამოსაძიებელია ალბათ ეს საკითხი, შეიძლება არის კიდეც დაწყებული გამოძიება. ასეთი ზარები გაისმა მათ შორის პარლამენტის და თბილისის საკრებულოს წევრებთან, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რაც ხდებოდა, შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს ეს ყველაფერი.  ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ამ დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ ე.წ აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს არავის შეშფოთებული რეაქცია. აქედან გამომდინარე,ყველას მოვუწოდებ, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით, ჰქონდეთ ერთმაგი სტანდარტი.ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ზეწოლა, ბულინგი არის აბსოლუტურად მიუღებელი  როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი ტიპის აქტებს. თქვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პირდაპირ „ფეისბუქზე“ დებდნენ დეპუტატების ნომრებს ბულინგის და ზეწოლის განხორციელების მიზნით, შესაბამისად, მოგიწოდებთ ერთმაგი სტანდარტებისკენ“, – მიმართა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ირაკლი კობახიძე  – ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი,  ინცინდენტები იყო შემაშფოთებელი,  ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ 

ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, –  ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე „მაიდანს“ ვერავინ  ეღირსება საქართველოში

ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის თანხმობის გარეშე მონაწილეობს საქართველოში ოპოზიციურ აქციაში, ეს მეტყველებს არასერიოზულობაზე, რომელიც კონკრეტულ  სტრუქტურაში იკვეთება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ეს არის მათი საქმე, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც  ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, „რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდეგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, 10 000 ობით  ადამიანია  დაღუპული  და ამაზე  პასუხისმგებლობას  არავინ იღებს.  შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ …