fbpx

ვატო შაქარიშვილი-ბორელმა დაადასტურა, რომ საუბრები ვიზალიბერალიზაციის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე ცარიელი შანტაჟი იყო და მეტი არაფერი. საღი აზრი ევროკავშირის შიგნით ჯერ კიდევ არსებობს და ის სულ უფრო მეტად იკრეფს ძალას

“ბორელმა დაადასტურა, რომ საუბრები ვიზალიბერალიზაციის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე ცარიელი შანტაჟი იყო და მეტი არაფერი! მისი…

28 მაისიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო  მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში  შედის

2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მ. წ.28 მაისიდან,  საშუალება  ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში  შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა  აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა.  შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის  სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან  ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას ან სხვა  სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, შემდეგი: • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად  მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე; • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური  და მობილური პლატფორმით სარგებლობა. • ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები –…

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება – მიხეილ სარჯველაძე,ჯანმრთელობის მსოფლიო…