ირაკლი კობახიძე  დღეს საქართველო არის ერთი თავით  მაღლა ყველა  სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი  მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ინსტიტუტების  სიძლიერე, ადამიანის უფლებები, რამაც უნდა უზრუნველყოფს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში

ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანმიმდევრულად მიდის პროცესებს, მათ შორის ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პუნქტის შესრულებასთან. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. დღეს საქართველოს არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ინსტიტუტების სიძლიერე, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრი და გვაქვს ეკონომიკური წინსვლის ყველაზე სწრაფი ტემპი. ეს არის მთავარი, რამაც უნდა უზრუნველყოფს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე წარვდგებით ძალიან დეტალური პროგრამით, ეს მოხდება მაქსიმუმ შემოდგომაზე, ვგულისხმობ წინასაარჩევნო პროგრამას, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. ჩვენ გვექნება საზოგადოებისთვის და ასევე  ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან  კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ყველა მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – შეგიძლიათ დაინტერესდეთ, საიდან ფინანსდება და ვინ არის ჩართული იმ აქციების დაფინანსებაში, რომელსაც ვხედავთ – სცენის აღმართვას, პლაკატების გამოკვრას და მათ შორის პიარს სოციალურ მედიაში ხარჯები სჭირდება

მიმდინარე პიარული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამ კანონს უკავშირდებოდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს არის მიმდინარე ხარჯები და ყველაფერი იქნება დეკლარირებული. „ეს არის მიმდინარე ხარჯები და არსებითად მიმდინარე პიარული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა ყველა ის ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად ამ კანონს უკავშირდებოდა. აქციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იქნება წარდგენილი.   ასეულობით ათასი ლარი დაჯდა ეს კონკრეტული ერთი აქცია, ანუ იაფი არ დამჯდარა და ეს ინფორმაციაც იქნება საბოლოო ჯამში წარდგენილი ანტიკორუფციულ სამსახურში. ყველაფერი იქნება დეკლარირებული ჩვენი მხრიდან.  თუმცა, ასევე შეგიძლიათ დაინტერესდეთ, საიდან ფინანსდება და ვინ არის ჩართული იმ აქციების დაფინანსებაში, რომელსაც ვხედავთ – იქ სცენის აღმართვას სჭირდება თავისი ხარჯები, პლაკატების გამოკვრას და მათ შორის პიარს სოციალურ მედიაში და ა.შ. იქაც დავინტერესდეთ, რა არის. ჩვენი მხრიდან სრულად იქნება დეკლარირებული ყველა ხარჯი, რომელიც ამ კამპანიას უკავშირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება, შესაბამისად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რაც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და არა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ბიუროკრატთან მიერთება; შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა,…

პრემიერი – შარშან ჩვენი მხარდამჭერების დიდი ნაწილიც არ იყო მყარად თავის პოზიციაში კანონთან დაკავშირებით, წელს 60%-ზე მაღალი მხარდაჭერა რომ  ჰქონდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ბოლომდე გატანა

თავის დროზე ვასაჯაროებდით ხოლმე ინფორმაციას კომპანიაზე, რომელიც გვეხმარებოდა კვლევების ჩატარებაში, თუმცა მერე იყო ცოტა უცნაური შემთხვევა,…

ირაკლი კობახიძე – თუ კანონპროექ ტის ინიცირებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი ნულის ტოლი იყო, კანონის მიღებამ ეს შანსები გაზარდა

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა თვისებრივად გაზარდა შანსები, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

პრემიერი ვენეციისკომისიის დასკვნაზე :ჩვენ დიდი ხანია,არ გვაქვს ნდობა  მათი პროფესიონალიზმის მიმართ,  მაგრამ რაც წარმოადგინეს არის უბრალოდ ყველანაირი ხაზის გადასმა პროფესიულ ღირსებაზე

ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონის წინააღმდეგ არგუმენტი რომ ვერ დააწერინეს, ბოლოს ათქმევინეს, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. „ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც იურისტისთვის, რბილად ვიტყვი, რომ იყო შემაშფოთებელი. ამ ტექსტით ვენეციის კომისიამ, არა მარტო ექსპერტებმა, მთლიანად კომისიამ თქვა უარი პროფესიულ ღირსებაზე. საბოლოოდ ვერანაირი კრიტიკული შენიშვნა ვერ დააწერინეს ვენეციის კომისიას და ბოლოს დააწერინეს ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არ ვარგაო. ასეთ რამეს რომ დაწერს ვენეციის კომისია, იქ პროფესიულ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის შიგნითაც ერთ რამეზე ხომ ვიყავით შეთანხმებულები ყველა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ NGO-ების გამჭვირვალობა, როგორც ასეთი, არის ცუდიო, არ ვარგაო, ასეთი აბსურდი დაწერა. ამის შემდეგ რა ფასი შეიძლება ქონდეს რაიმე ჩანაწერს ამ დასკვნაში. მთავარი რაც გააკრიტიკეს იყო ის, რომ რატომ უზრუნველყოფთ ამ კანონით NGO-ების გამჭვირვალობასო. იქ ათასი აბსურდი ეწერა, რაც პირდაპირ გადმოიტანეს NGO-ების განცხადებებიდან, მაგრამ მთავარი დასკვნა რაც ჰქონდათ, იყო ის, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ფასი ჰქონდეს ამ ტექსტს, პროფესიულ ღირსებაზე პირდაპირ თქვეს უარი, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ქვეყნის შიგნითაც კი, NGO-ებიც კი ამბობდნენ, რომ მათი გამჭვირვალობა არის კარგი და ამაზე ვენეციის კომისიამ დაწერა, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და მეტიც, NGO-ების გამჭვირვალობას დაარქვა drastic measure, რაც ნიშნავს რადიკალურ ზომას. წარმოიდგინეთ, რადიკალური ზომა დაარქვა NGO-ების გამჭვირვალობას. ამის შემდეგ, ვენეციის კომისიაზე უბრალოდ სერიოზულად ლაპარაკი არის შეუძლებელი. ჩვენ დიდი ხანია, არ გვაქვს ნდობა მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ამაზე არა ერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რაც წარმოადგინეს, არის უბრალოდ ყველანაირი ხაზის გადასმა პროფესიულ ღირსებაზე, წარმოუდგენელია ის, რაც წავიკითხე ამ ტექსტის სახით,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – უამრავი ყალბი განცხადება გავრცელდა კანონთან დაკავშირებით, რაც ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარსს

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევთავაზოთ ყველას საჯარო დისკუსია ამ კანონთან დაკავშირებით, პროცესი დამთავრებულია, კანონი მიღებულია, დღემდე ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორებისგან ელოდება პრაგმატულ მიდგომას. „უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც გავრცელდა კანონთან დაკავშირებით, ეს ქმნის ბუნებრივია, ცუდ ფონს მათთვის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და დადებით შინაარსს. ეს არის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. ჩვენ თუ გვინდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, ამისთვის აუცილებელია სამართლიანობა და სამართლიანობა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არ გაქვს არგუმენტები, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევთავაზოთ ყველას, საჯარო დისკუსია ამ კანონთან დაკავშირებით, დამთავრებულია პროცესი, კანონი არის მიღებული, დღემდე ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, რადგან არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში. კიდევ ერთხელ, თუ უნდათ დისკუსია კანონთა დაკავშირებით, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ აქ რაიმე არის უარყოფითი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ კვლავაც არ ველოდებით, რომ ასეთ დისკუსიაზე იქნება ღიაობა და მზაობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დისკუსიისთვის, რადგან ყოველ ჯერზე ჩვენ ვიყავით მართალი და სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც არ იყო სიმართლე, სწორედ იქ გაურბოდნენ დისკუსიას შესაბამისი სუბიექტები, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ეს არ არის სწორი მიდგომა. იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები განვითარდეს, უმნიშვნელოვანესია სამართლიანობა. ველოდებით სწორედ ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას და მიდგომას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას კანონთან დაკავშირებით და მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა გააგრძელეს მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არასწორი მოვლენაა

პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. კონკრეტული ელჩები…

ირაკლი კობახიძე – არაერთგზის შევთავაზე ჩვენი კანონის ოპონენტებს, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა არ ისურვეს

მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო…

ირაკლი კობახიძე -ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა

საბოლოო ჯამში ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად…

ირაკლი კობახიძე – ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის, ჩვენ ვემსახურებით ქვეყნის ინტერესებს და სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია

არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი…

ირაკლი კობახიძე -მინდა მადლობა გადავუხადო  პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით, უერთგულა  საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. „ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააზღვევს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი -უმაღლესმა წარმომადგენლობითმა  ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, იმოქმედა ქართველი ხალხის  ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად

ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს. „მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. როგორც არაერთგზის აღინიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს. გასულ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის უსუსური მდგომარეობა ამ ფაქტის კიდევ ერთი უტყუარი დასტური იყო. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებას. შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არსებობდეს,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება  ამ ქვეყანაში, ვინ  ატარებს უცხოური  ძალის დადებით ანუარყოფით ინტერესებს საქართველოში

საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული. „საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში. ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან გამოვიარეთ ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი საქართველოში. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, ენჯეოების და მედიასაშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანას ჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა მდინარაძე “გამჭვრივალობის კანონის” საბოლოოდ მიღებაზე: ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის – მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!

ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! –…