fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის არგუმენტს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის…

პრემიერი -ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა  არის ნათელი -ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი – ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას, 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაწევრიანებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლება მიყვება ეროვნულ დღის წესრიგს. „თქვენ თუ იზიარებთ ამ განცხადებებს, ეს თქვენი საქმეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, არ დავდევთ ჩვენი ოპონენტებისგან და მათი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკოსების განცხადებებს. ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული დღის წესრიგი და მივყვებით ამ წესრიგს. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი – ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით – ასეთი ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ   ბიზნესმენების ბულინგისთვის

კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ…

ირაკლი კობახიძე -არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი  და სპეკულირება  გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის

ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამბობდნენ, რომ 2023 წელს ქართველ ხალხს მისცეს სტატუსი და არა ხელისუფლებას, თუმცა 2022 წელს იგივე ქართველ ხალხს უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე.  „არ შეიძლება ასეთი მანიპულაციები. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულებების გამოვლენა ქართველი ხალხის მიმართ. უნდა იყოს სამართლიანობა უზრუნველყოფილი და არ შეიძლება, ყოველ ჯერზე თითოეული ნაბიჯი გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის – ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკებების გახსნა და ამის შემდეგ სხვა ნაბიჯები იქნება. მთავარია ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. ჩვენ რასაც ვხედავთ, იყო პირდაპირი მცდელობა, რომ გლობალური ომის პარტიას ევროკავშირის თემა გამოეყენებინა საქართველოში ვითარების არევისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად. ასეთი პროცესები სადამდეც მივიდა უკრაინაში, ყველამ ვნახეთ. იქაც რეალურად თავის დროზე საბაბად იქნა გამოყენებული სწორედ ევროკავშირის თემა. დეტალებს არ გავიხსენებ, რა მოხდა 2013-2014 წლებში უკრაინაში და რეალურად, ამ შანტაჟმა უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2022 წელს შანტაჟი რომ არ გავიდა, ეს პირველ რიგში ქართული საზოგადოების დამსახურებაა.  „ქართული საზოგადოება 2022 წლის ივნისში არ აჰყვა შანტაჟის იმ სცენარს, რომელიც აგებული იყო სწორედ კანდიდატის სტატუსის თემაზე და რისი მიზანიც იყო რევოლუციის მოწყობა. გახსოვთ, ენჯეოები ავიდნენ მაშინ პირდაპირ რევოლუციურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი ტექნიკური მთავრობის ფორმირება. თუმცა, საზოგადოება მათ არ აჰყვა და შესაბამისად, საზოგადოება იყო მთავარი, ვინც არ მისცა საშუალება კონკრეტულ ძალებს, ვისაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ევროკავშირის თემა გამოეყენებინათ შანტაჟის ინსტრუმენტად ამ ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე  ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედე ბენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდ-ის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის

ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ…

დავით ქართველიშვილი: პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა “გლობალური ომის პარტიის” ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე

“ვერ დამყარდა საქართველოში უმცირესობების დიქტატი უმრავლესობაზე – ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში NGO-deep state-ი. ვერ დაამარცხა ფსევდოლიბელიზმა…

მამუკა მდინარაძე: რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ, გარე დავალების შემსრულებელი, სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ – გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს…

ირაკლი კობახიძე – ვიღაცები აშკარად ეძებდნენ საბაბს, არ გაეხსნათ მოლაპარაკებები, მთავარია, შანტაჟისთვის არავინ გამოიყენოს ეს პროცესი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წელს ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს…

პრემიერი -ლარის კურსი უნდ  დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ  ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები  და ამ ორ დღეში  უნდა მომხდარიყო  რევოლუცია, საბოლოო ჯამში, ეს გეგმა  ჩავარდა

წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, წინასწარი 4-თვიანი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 8 %-ზე მეტი. „რაც შეეხება წინასწარ 4-თვიან მონაცემებს, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი – საშუალო ზრდა გვაქვს 8 %-ზე მეტი, იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა. ჯერ არ გვაქვს მაისის მონაცემები, თუმცა წინასწარი მონაცემები რაც არის, მათ შორის საგადასახადო და ა.შ. გვაქვს აქაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა. ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს რუსეთთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტი აქვთ, სადაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, იქ გვაქვს როგორც პრაგმატული, ისე პრინციპული პოზიცია და ამას გავყვებით ბოლომდე

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კუთხით ყველაფერი ცხადია; პრინციპში, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა გარშემო, ვისაც რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც…

ირაკლი კობახიძე – ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ ბიზნესის თავისუფლებაა

2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის წარმოება და ე.წ „ქართული ქარტია“ არის სწორედ უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, მადლობა მას ამისათვის

ერთ-ერთი სარგებელი, რაც ამ კანონს ჰქონდა, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც…

ირაკლი კობახიძე   ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან  გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია

ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არც ერთხელ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. „ჩვენი ინიციატივით ვენეციის კომისიაში კანონპროექტი მრავალი წელია არ გაგვიგზავნია. ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არც ერთხელ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მომავალშიც არ ვაპირებთ. თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, როგორც წინა წლების განმავლობაში, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ექსპერტიზის ინტერესი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მითუმეტეს, რომ კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაციაც კი, რომლებიც არიან ჩართულნი დასკვნების მომზადებაში, არის საკმაოდ საეჭვო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ინიციატივით არ ვაგზავნით ხოლმე კანონპროექტებს. ვენეციის კომისიაში თუ იქნება ხოლმე მოთხოვნა შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არის ძალიან დაბალი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -პირდაპირ როცა  გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ  რაღაც კარგად არარის კონკრეტულ  სტრუქტურებსა და  ბიუროკრატიაში,  ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ

პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებსა და ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის ბიოროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმის ევროკავშირს სტრუქტურებს.  „მუქარები არის აბსოლუტურად არასერიოზული, ვისგანაც ისმის ეს მუქარები მათ კარგად არ ახასიათებს. მუქარები სხვაც იყო შეგახსენებთ, პირდაპირი მუქარა იყო ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში, ვითომ სანახევროდ, მაგრამ იმაზე უფრო მძიმედ აღიარეს, ვიდრე შეეძლოთ ეღიარებინათ. პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებში და ბიუროკრატიაში. ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმის ევროკავშირს სტრუქტურებს, მათ შორის პრობლემებს უქმნის ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ამ წლების განმავლობაში ბიუროკრატიაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და წინ წავიწიეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. დღესაც არის ასეთი არაჯანსაღი პროცესები ევროკავშირის ბიუროკრატიაში, თუმცა ყველაფერი არის დაძლევადი და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ მუქარები არ არის სწორი, არ არის ჯანსაღი, არ არის სერიოზული. მე ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა არის მთავარი, რამაც ჩვენ უნდა მოგვცეს ურთიერთობების გაჯანსაღების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დღის ცენტრი გაიხსნა

გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს წითელი…