fbpx

სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული 2024 წლის I კვარტალში

2024 წლის პირველ კვარტალში ტელემაუწყებლებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ…

გიორგი ღამბაშიძე: სალომე ზურაბიშვილს აშკარად იმედი აქვს, რომ საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე სააკაშვილს ჩაანაცვლებს და მას სამშობლოს ღალატის ჩამონათვალშიც აჯობებს

„ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ზურგს უნდა გვიმაგრებდეს სამშობლოზე შეყვარებული და ერთგული ადამიანი, დღეს კი მოღალატედ გვევლინება ხალხის…

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილმა ევროპელი კოლეგებისგან მისალოცი წერილები მიიღო

ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება ილია დარჩიაშვილის ულოცავს უნგრელი…

ხორვატიის  პრემიერ-მინისტრი ანდრეი  პლენკოვიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს  ულოცავს

ხორვატიის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში ხორვატიის პრემიერი სიხარულით აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას აღუთქვამს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობები ინტენსიური გახდა, მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობაც გაიზარდა, საქართველოს საელჩო გაიხსნა ზაგრებში, საკონსულო კი – პულაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გიდასტურებთ ხორვატიის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. გქონდეთ ამ პროცესში ჩვენი დახმარების იმედი. ბოლო პერიოდში, საქართველომ წინსვლას მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და იმედი მაქვს, ეს ტრაექტორია მომავალშიც გაგრძელდება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,“- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა საქართველოს  პრემიერ მინისტრ  ირაკლი  კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს  ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვაფასებ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და ინტენსიურ ურთიერთობებს. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება. გარწმუნებთ, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შემდგომი კონსოლიდაციის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის განსაზღვრული პირობების შესრულების პროცესში,“- აღნიშნულია მილოცვაში. წერილის დასასრულს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურს პატივისცემას უდასტურებს და საქართველოში მოწვევისათვის მადლობას უხდის.

ბულგარეთის პრემიერ მინისტრი და  საგარეო საქმეთა  მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს მთავრობის მეთაურს დამოუკიდებლობის დღეს  ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ბულგარეთის მხარე დიდად აფასებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს. დიმიტარ გლავჩევი აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში. „თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ტრადიციულად, მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება. მჯერა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რაც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეები იზიარებენ, კვლავაც ძლიერი მუხტის მატარებელი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული კონტაქტები და ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში. გისურვებთ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,“- აღნიშნულია წერილში.

კახა კალაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ამ ტიპის არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი

„ამ ტიპის არაერთი რეზოლუცია გვინახავს და შემდეგ გარკვეულა, ვისი დაფინანსებით და ვისი ლობირებით ხდებოდა ეს ყველაფერი.…

კახა კალაძე ევროპის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე: ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, შანტაჟი, გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც რა განცხადებები კეთდებოდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის და მსგავსი საკითხების ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება ხელისუფლების ცვლილებას…

კახა კალაძე: კითხვაზე, თუ რა არის კანონპროექტში პრობლემური, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან პასუხად მივიღეთ – „იმიტომ“

„ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენელი ჰქვია, მიდის პარლამენტში და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის შინაარსში არ აპირებს შესვლას…

კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის წერილზე: ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს

„კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა…

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის „ქარტიაზე“: ეს არის დასტური იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი გუნდია და ერთი ხელით იმართება

თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას. როგორც მან მედიასთან განაცხადა,…

სვანეთი და თუშეთი -პოპულარული იუთუბერების ობიექტივში 

მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში ( სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო…

თბილისის მერმა სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები მიმდინარეობს, მზადდება შენობა-ნაგებობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი, ასევე,…

ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

2024 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის…

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, …