fbpx

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე – ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსზე ასუანში

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

საზეიმო საღამოს საპატიო სტუმრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ესწრებოდა. სტუმართა შორის იყვნენ…

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში  

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა მოწვეული…

2023 წლის 21 მაისს,ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში,  საქართველოს დამოუკიდებლობის  დღის აღსანიშნავად, საქართველოს  საელჩომუმასპინძლა მიღებას ავსტრალიის ეროვნულ  გალერეაში  

ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები. სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანბერაში დაფუძნებულმა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა მუსიკალურმა გუნდმა “Worldly Goods” შეასრულა ორი უძველესი ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა: “მრავალჟამიერი” და “შენ ხარ ვენახი”. საღამოს მსვლელობისას, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მელბურნში მოღვაწე ქართველი მულტიდისციპლინარული მხატვრის ქალბატონ ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრები. ხელოვანი ნინო ბოსიკაშვილი დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორთა შორის, ავსტრალიური CapsulesBook Pictoria-ს მიერ და მიღებული აქვს მონაწილეობა  30ზე მეტ გამოფენაში, რომელმაც თავისი უნიკალური მხატვრული ხედვით, მოხიბლა საზოგადოება. საღამოს მსვლელობისას, გალერეაში არსებულ დიდ ეკრანზე განხორციელდა საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება. სიდნეიში მოქმედი კომპანია „თამადის“ (www.tamada.com.au) სპონსორობით, საქართველოს საელჩომ სტუმრებს გადასცა საქართველოში წარმოებული პროდუქტების სასაჩუქრე ყუთები.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სან-ფრანცისკოში, მერიის შენობაზე აღიმართა ქართული დროშა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რაჭაში!

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ რაჭაში, ამბროლაურში.ღონისძიების ადგილი: ამბროლაური, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერი.14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;14:00-18:00…

დიმიტრი ხუნდაძე: ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ბრძოლითვე უნდა შენარჩუნება – საკუთარი ქვეყნისადმი მტრობას არც დღეს იშურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი და საქართველოს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.დიმიტრი ხუნდაძე…