fbpx

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმაზე: დღეს ოფიციალურად გაფორმდა ერთ პატრონისგან მართული ოპოზიცია! ახლა უკვე ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწევს ნაცების რეჟიმის დამარცხება

ხან სახელები შეიცვალეს, ხან დაიყვნენ, ხან გაერთიანდნენ, ხან ახლად შექმნილ პარტიებში ამოჰყვეს თავი, მაგრამ ბოლოს პატრონებმა…

ლევან ნიკოლეიშვილი: ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა გვიმტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერ არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს ზურაბიშვილის სახით

ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას მერე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა გვიმტკიცებდნენ, რომ ის “მარად…

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმაზე- შეაქუჩა მთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო-ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს “აგენტოკრატიისგან”

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ორბელიანების სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ…

თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის…

ირაკლი კობახიძე -როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ  ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი

როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ. „როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში კონკრეტული თანამდებობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟს და მუქარას ახორციელებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავი, ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებით აღინიშნა

.დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში, მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურის,…

ირაკლი კობახიძე – სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია

რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის…

ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის

მნიშვნელოვანია, ახლა გადავიაროთ მცირე სირთულეები, მცირე ტურბულენტობა წლევანდელ წელს, ამ კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ შემდეგ, გრძელვადიან…

ზაალ ანჯაფარიძე-ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა

“ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი…

ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘᲡ ᲛᲝᲐᲓᲒᲘᲚᲔ Ქ.ᲠᲣᲡᲗᲐᲕᲨᲘ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲘᲡ ᲡᲐᲖᲔᲘᲛᲝ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐᲡ ᲓᲐᲔᲡᲬᲠᲝ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქ.…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ გავაკეთებთ  განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე,რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი  სტადიონი

ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო მეგაპროექტი. „მნიშვნელოვანი, საინტერესო მეგაპროექტი, რაც დაანონსდა, ამ პერიოდის განმავლობაში, იყო ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი. დღევანდელ ჩვენს ინფრასტრუქტურას არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლოს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ახალი სტადიონი მოგვცემს უმაღლესი რანგის თამაშების მასპინძლობის საშუალებას, მათ შორის, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე

ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“…

ირაკლი კობახიძე -ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად  განვითარდება სწორი მიმართულებით,რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე,  მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც

ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც. „ვფიქრობ, რომ მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისში გამოიკვეთება უკვე დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და მათ შორის დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძე -განათლების სფეროში, როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით გვჭირდება  სერიოზული ძვრები,ასევე ჯანდაცვაშიგასაუმჯობესებელია მომსახურების  ხარისხი

განათლების სფეროში გვჭირდება როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა ასევე მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზეც.  „განათლების სფეროში გვჭირდება, როგორც სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები, ასევე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თვისებრივად შეიძლება, შეიცვალოს სისტემა, გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, განათლების ხარისხი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ასევე ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელია მომსახურების ხარისხი, რასაც სჭირდება კომპლექსური, სისტემური მიდგომა და ამაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უხვი ნალექის გამო თიანეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ხორციელდება სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა

სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. ადგილზე ასევე იმყოფება…