fbpx

ირაკლი კობახიძე – თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტისმხრიდან სამართლიანი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის

თუ ამ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლიანი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ ახლა მაინც მოვისმინოთ  სამართლებრივი არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, 14 მაისიდან 28 მაისამდე არის სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენის დრო და ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა. „დაკავებული ამერიკელების თემაზე მე შეგნებულად ავარიდებ თავს პასუხის გაცემას, ეს ერთი. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ჩვენ გვაქვს 14 დღე, ორი კვირა. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს არის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის, ოდირის, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის, მთავარია, რომ მოვისმინოთ ახლა მაინც სამართლებრივი არგუმენტები. დღემდე ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. თუ ახლა მაინც მივიღებთ რაიმე სამართლებრივ არგუმენტს, ნებისმიერ ასეთ არგუმენტს გპირდებით, გამოვეკიდებით, ოღონდ რამე მოვისმინოთ, რამე სამართლებრივი არგუმენტი მოგვაწოდონ და აუცილებლად გავიზიარებთ, თუ იქნება დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნა. დაველოდოთ 14 მაისიდან 28 მაისამდე არის დრო ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის

ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. „გაიმარჯვონ და გააუქმონ. ნოემბერში უკვე შეუძლიათ, ამ კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის, ამ კანონის მხარეს. ამიტომ, არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ, ამ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები კანონთან დაკავშირებით – ნული არგუმენტი. ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, წელიწადში ერთხელ ენჯეომ უნდა შეიტანოს თავისი დეკლარაცია, მეტი არაფერი არ წერია, დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. ექვსი გვერდია სულ, აქედან ეს არის მთავარი რეგულაცია, დანარჩენი არის ამ ყველაფრის ტექნიკური შევსება. როდესაც მეტს არაფერს ითვალისწინებს ეს კანონი, როგორ შეიძლება, გქონდეს რაიმე არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ თავისი ფული საიდან მოაქვთ და სად იხარჯება, ის დაადეკლარირონ ენჯეოებმა, ამაზე ხომ ვერ იქნება ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი. ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენს შევხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, გვქონდეს მუდმივი დიალოგი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მთავარია, დავინახოთ სათანადო, სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

დელეგაციაში წარმოდგენილია ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრაც ზოგადად აზრს მოკლებული მგონია, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ეს გამოცდილება…

ირაკლი კობახიძე -ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა  და მუქარის პირობებში

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი.  „პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად მე ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ, ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. „როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას, ამიტომ ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამთა მეგრელიშვილი აქციაზე ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავების შესახებ – ქართველებთან ფრთხილად იყავით, მეგობრობაც ვიცით და მტრობა

თამთა მეგრელიშვილი აქციაზე ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავების შესახებ – ქართველებთან ფრთხილად იყავით, მეგობრობაც ვიცით და მტრობაც როცა…

ირაკლი კობახიძე – ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება…

პრემიერი „ტვ პირველს“ – ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს

ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც…

პრემიერი – სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები

რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ…

ედიშერ გვენეტაძე ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავებაზე: ამ აკერმანის ინსტრუქტორივით დაემართება ყველას, ვინც აკერმანის რევოლუციური ქმედებების განხორციელებას შეეცდება საქართველოშ

ი ჰოდა ამ აკერმანის ინსტრუქტორივით დაემართება ყველას, ვინც აკერმანის რევოლუციური ქმედებების განხორციელებას შეეცდება საქართველოში! – ასე…

ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკელ ინსტრუქტორზე: ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში ღირსეულად იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ეს სამარცხვინო ლაჩარი კი საქართველოში ასარევად ჩამობრძანდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რადიკალური აქტივისტების ტრენინგისთვის საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ინსტრუქტორის…

ირაკლი კობახიძე -დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება  და მაქსიმალურადგათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე  ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან

დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს შეეხებოდა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში.  „რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში.  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნინო ფოჩხუა ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავებაზე: ასეთი ბოლო აქვს ყველას, ვინც სამტროდ ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში. დანდობა არ იქნება

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ამერიკელი ინსტრუქტორის დაკავების ვიდეოს აზიარებს, რომელიც საქართველოში რადიკალური აქტივისტების ტრენინგისთვის ჩამოვიდა.…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება…