fbpx

შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს – ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის, რათა შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს – მე ვერ შევხვდები!

რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა…

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. საგამოფენო ცენტრ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით, ჩვენ ვიცავთ ამ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს, მაგრამ სადაც ქვეყანას სჭირდება პოზიციების დაცვა, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება და შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს

ჩვენ შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან – ერთი სუბიექტის, ხან მეორის, ხან მესამის…

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია.  „დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი“, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა. კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს კაცი ძარცვავდა ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და არ გრცხვენიათ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.

ირაკლი კობახიძე  – კანონში რა არ მოსწონთ, ამდენი ხანია, ვერ გვეუბნებიან და სამწუხაროდ, გვესმის უამრავი განცხადება, რომელიც  სინამდვილეში სიცრუეა

ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის…

ირაკლი კობახიძე -რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების  წინააღმდეგ იქნა  მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან  ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი დღემდე მოქმედებს აშშ-ში

რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს დღემდე აშშ-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც ერთნაირად ეხება აშშ-სა და რუსეთს. „რაში გამოიხატება რუსეთის გავლენა, იმაში, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, იმაში,რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოვაწერეთ, იმაში, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თუ ბაზები გაგვიხსნეს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით იმ ტერიტორიებზე, რომელიც მანამდე რუსეთს არ ჰქონდა ოკუპირებული თუ რაში? ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილში გინდათ აცხოვროთ თქვენი მხარდამჭერები? თქვენი პარტიის პოლიტიკამ გააკეთა ეს ყველაფერი. რუსეთმა ომი დაიწყოო, თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში.  რაც შეეხება ამერიკულ და ფრანგულ კანონებს, თავის დროზე ნაცისტების წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუმცა დღეს აღარ არიან ნაცისტები, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს დღემდე აშშ-ში.  საქართველოში მოქმედებს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც ერთნაირად ეხება აშშ-ს და რუსეთს. სპეკულანტობა არ შეიძლება. ნაცურია სპეკულანტობა, არ არის ქართული. კეზერაშვილისგან ფულს რომ იღებ, მოქმედებ „ნაცურად“. ფარას კანონი არ მოქმედებს ერთნაირად რუსეთზე და გერმანიაზე? ამერიკული კანონი ერთ სიბრტყეზე რატომ აყენებს რუსეთს და საფრანგეთს? პასუხი არ გაქვთ. ფრანგულ კანონზე თქვით ტყუილი, რომ მხოლოდ მეგობრებზე არ ვრცელდება, ეს ტყუილია, ყველაზე ვრცელდება ფრანგული კანონი. რამდენიმე წუთის წინ თქვენ ევროკავშირის ორი ქვეყანა და ერთი კანდიდატი ქვეყანა გამოაცხადეთ პრორუსულად, საოცრებაა. უნგრეთი, სლოვაკეთი და ბოსნია გამოაცხადეთ. ამ ქვეყნებმა დაგვიჭირეს სხვათა შორის მხარი კანდიდატის სტატუსი როცა მოგვენიჭა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ფორმულას“ ჟურნალისტს

ირაკლი კობახიძე – სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 9,7% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ როგორც შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ისე იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკური პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ

ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები პირველ რიგში იმ კუთხით, რომ გვინდა ჩვენი ქვეყნის ე.წ დაკავშირებადობის, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის…

ირაკლი კობახიძე  – მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში

მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, –…

ირაკლი კობახიძე -კანონს დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, პირობა არ შესრულდა

კანონს დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, პირობა…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ხელოვნურად გვაცხოვრებენ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, დამნაშავე პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად დაგვინიშნეს აქ ოპოზიციად

ჩვენ ხელოვნურად გვაცხოვრებენ ამ ჩაკეტილ პოლარიზაციის წრეში, აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი, ხელოვნურად დაგვიტოვეს ოპოზიციად კონკრეტულმა ძალებმა…

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია

დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ე.წ პოლარიზაცია სინამდვილეში არის აბსოლუტურად ხელოვნური; როდესაც კეზერაშვილისგან იღებ ხელფასს, ხაზარაძისგან…

სპეციალური საგამოძიებო  სამსახურის  განცხადება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად.

ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრაზე: ჟურნალისტის მანტია შემოხვეული 3 პროპაგანდისტი რადიკალი ცდილობდა იაფფასიანი კლოუნადის მოწყობას, რაც არ გამოუვიდათ, შერცხვენილებს ადრიანად მოუწიათ შეხვედრის დატოვება

“ოპოზიციურ სპექტრს აქვს თავისი პროპაგანდის მანქანა, რომლის ძირითადი საქმიანობა აგებულია ტყუილზე, დეზინფორმაციაზე, პანიკის დათესვასა და სიტუაციის…