fbpx

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა

ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი…

ირაკლი კობახიძე – ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ  ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და  ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ,  ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე. „რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის, დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და საუბარი იყო იქაც ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ხალხზე მუქარამ არ გაჭრა მაშინ, ქვეყანამ საბოლოო ჯამში, მართალია არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ, ამ ყველაფრის გამეორება. აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ნეგატიური ფონი დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციას ჩალის ფასი, ახლაც აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც – ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე. მთავარი მიზანია ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ  2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, უფრო სწორად მათ უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი – რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა. ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია.  გარდა იმისა, რომ  ჩვენ მივიღეთ თავის დროზე არჩევნებში სახალხო ლეგიტიმაცია, დღეს 60%-ს აჭარბებს საზოგადოებაში ჩვენი ნდობა. შესაბამისად, ამას უნდა შეეგუოს ყველა. მათ შორის, ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები უნდა შეეგუონ ამას და როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს ტყუილებით, მანიპულაციით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, ასევე ვერ  მოახერხებენ ამას ვერც ამ შემთხვევაში. როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ არ ვიზრუნოთ ღირებულებების დაცვაზე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ამასთანერთად, დამნაშავეებს გვიცხადებენ ისეთ ადამიანებად, რომლებზეც პირიქით, იქით უნდა  ვიზრუნოთ და ჰუმანიტარული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ისეთი გადადგმული, რომელმაც თვისებრივი გარდატეხა მოიტანა ამ ქვეყანას, ეს კაცი უნდა დაისაჯოს, ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ. როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, გამოაქვეყნა ტყუილი,  თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECOს  ანგარიში, სინამდვილეში, უკვე გვაქვს  გაცემული თანხმობა, ევროსაბჭოსთვის,  რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება

საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. „GRECOს ანგარიშზეა საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია.  როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ესკონკრეტული ენჯეომ გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე-300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს,რაც იწვევს  საზოგადოების გაღიზიანებას

ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას,- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად  განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება. 29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას,…

პრემიერი- ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით,რომელიც მოხვდარეზოლუციაში,ზუსტად ისეთივე  ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და  სააკაშვილის გათავისუფლების  თაობაზე

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს,როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდისარდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე.  არავითარი ფასი  ამ ყველაფერსარ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან  დაკავშირებით დასმული  კითხვის  პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი  ხალხის მონაპოვარი. „ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს,  არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე.  ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს  ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის,  ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს. მეგობრის თხოვნა, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ მთავარი ევროპული ღირებულების არ უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი …

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა.

🔹 შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.🔹 საუბარი ასევე შეეხო…

ირაკლი კობახიძე – მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია – საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა

მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია…

ირაკლი კობახიძე – რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ მას თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს

რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს,…

ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის ბობ დე…

ბელგიელი სენატორი: საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს – ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება

ბელგიელი სენატორი, ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის შარლ მიშელისა და ჟოზეფ ბორელის მხრიდან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ…

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს…

შალვა პაპუაშვილი – იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება

,,უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება, ამ დეზინფორმაციას, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ნახეთ თქვენ, რომ ბოდიშის მოხდა…

Euractiv: ივლისში, ევროპარლამენტარების ახალი ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ამოცანა შეიძლება იყოს მათი კოლეგებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პირველივე სამუშაო დღეს

ივნისის ევროპული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ევროპარლამენტის ბოლო პლენარულ სესიაზე ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებები დომინირებდა, მაგრამ…

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნისმასშტაბით, ტრენინგებს აგრძელებს. ”პირველი დახმარება“-სასწავლო კურსიტურიზმის სექტორის 250-მე წარმომადგენლისათვის გაიმართა. ტრენინგშიგიდები,…