fbpx

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზა, ეს არის 9-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს. 

მისივე თქმით, შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანია ასევე ქალაქისთვის, რადგან ქალაქს მიეცემა განვითარების ახალი შესაძლებლობა.

„გრძელდება სამუშაოები. რიკოთის პროექტი არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, სათანადო ვადებში, სათანადო ხარისხით გრძელდება ამ სამუშაოების წარმოება და საბოლოო მიზანი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. სათანადო დროში გაკეთდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის, ეს არის რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სოციალური განვითარება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებს მიექცეს სერიოზული ყურადღება.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9-კილომეტრიანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, უმალავენ ხალხს, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება, შეიძლება, ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება