fbpx

ირაკლი კობახიძე -ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება  იყოს პროტესტის  საგანი. თუ ვინმეს  არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია,  გამოდის, რომ იმ  ფაქტის ეშინია, ბრომლის თანამონაწილეც  თავად არის

როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. „გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რაზეც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ გაურბის ვირაც ფაქტის კონსტატაციას. არა სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – იმედი მაქვს, კანცლერის სამსახური გაერკვევა, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და  ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოთხოვენ პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე

მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი,…

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დისკუსიებში მზად ვარ პირადად ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები

ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის მზად არის, პირადად დაარწმუნოს ოპონენტები, რადგან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციები მყარია. „ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, პირადად ვარ მზად, ამაში ჩავერთო, იქნებიან ეს დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები.  პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე, რატომ, იმიტომ, რომ ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდდამხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში  პირდაპირ იყვნენ გარეულნი დამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ საზოგადოებისთვის ასეთი ნეგატიური სცენარები, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, იმისათვის, რომ ყველამ იმუშაოს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს მაგალითად „პივიტი“ ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და დინამიკაც  ძალიან პოზიტიურია, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური, –  ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე – ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი, გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა ვერც ერთი არგუმენტი

ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის,…

ირაკლი კობახიძე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

პრემიერი – დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილებაგაწევრიანებაზემოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, იმედი  გვაქვს, რომ  წელსაც ქვეყანას  ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან

დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ქვეყანას ექნება მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან, მთლიანად ევროპული საბჭოს მხრიდან. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და არა ისეთი, როგორიც მიღებულ იქნა 2022 წლის ივნისში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება. „ყველას გახსოვთ, რომ 2022 წლის ივნისში მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის გამოყენებაც სცადეს მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მიმართულებით არ განვითარდება წელს პროცესები და იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ დღეს გვაქვს უსამართლო მოცემულობა, კერძოდ, გახსნილია მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაგრამ არა საქართველოსთან, მაშინ როცა ორივე ქვეყანას სერიოზულად ვუსწრებთ წინ. ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, დეკემბერში, საბოლოო ჯამში, ეს უსამართლობა ეფექტურად აღმოიფხვრება,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე -არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი  გაუმჭვირვალო ბასა და ევროინტეგრაციას შორის,  მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა

ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. „ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. არ შეიძლება იყოს ტოლობის ნიშანი გაუმჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას შორის. მაშინ გამოდის, რომ ღირებულებები დამდგარა თავდაყირა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ასე ვერ წარმოვიდგენთ. ერთადერთი, ტოლობის ნიშანი შეიძლება იყოს გამჭვირვალობასა და ევროინტეგრაციას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიას შორის. არაფერი სხვა. გამჭვირვალობას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, – განაცხადა პრემიერმა.

13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება

13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი…

ოლაფ შოლცი ევროპარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ ინიციირებულ დირექტივაზე: არსებობს დისკუსია იმის შესახებ, დამყარდეს გამჭვირვალობა სხვადასხვა სფეროში და დიდი ალბათობით, კანონი არც იქნება გადაწყვეტილი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა,…

ლევან ნიკოლეიშვილი: ის, რაც პრესკონფერენციაზე თარჯიმანმა იკადრა, არის მიზანმიმართული ბოროტება! კანცლერ შოლცს “აგენტების კანონი” არ უხსენებია – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ვინ თარგმნიდა მის საუბარს, რომ ამ პოლიტიკურ სკანდალს ნათელი მოეფინოს

პრემიერ კობახიძის და კანცლერ შოლცის პრესკონფერენციას გერმანულ ენაზე ვუსმინე. შემდეგ ჩავრთე ქართული არხი და კიდევ ერთხელ…

გრეტა წიწავა-ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაცმოძრაობის მეხოტბე რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ” აგენტი”, მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ…

გია ვოლსკი – საქართველოს მიმართ პრეტენზიებს ორი რამით შეიძლება ვუპასუხოთ, ერთი – როგორც უპასუხა ირაკლი კობახიძემ, როგორც თავისი ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა წარმომადგენელმა, მეორე პასუხი არის ცალ ფეხზე დგომა, ხტუნაობა და კუდის ქიცინი, რომელიც შეიძლება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამებოდეს

რატომღაც საქართველოს მიმართ შეიძლება ისეთი პრეტენზიები იყოს, რასაც ორი რამით შეიძლება ვუპასუხოთ, ერთი – როგორც უპასუხა…

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის  ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ  ბასს შეხვდა

შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ზაალ ანჯაფარიძე – პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც გაავრცელეს – როდესაც თარჯიმნად არჩევ ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს ჩრდილს აყენებს ვიზიტს

როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ…