fbpx

ზაალ ანჯაფარიძე – პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც გაავრცელეს – როდესაც თარჯიმნად არჩევ ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს ჩრდილს აყენებს ვიზიტს

როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს ნაც ტელევიზიებმა და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით თარგმანში დაკარგვის, ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა რომ წარსულს ჩაბარდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს.
მისივე თქმით, გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმანის შერჩევის ჩათვლით.
„როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს ნაც ტელევიზიებმა და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით თარგმანში დაკარგვის, ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა რომ წარსულს ჩაბარდა.
გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმანის შერჩევის ჩათვლით.
როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს. სამწუხაროა ასეთი ლაფსუსები“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება