მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 11 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დაამტკიცეს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციითა და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გეგმა მოიცავს მიმდინარე წელს მთავრობის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებს სტრატეგიით განსაზღვრული 4 პრიორიტეტული მიმართულებით შემუშავებული ამოცანების შესასრულებლად და მიზნების მისაღწევად. მთავრობის 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეტაპზე, გაანალიზდება 6-თვიან საანგარიშო პერიოდში არსებული პროგრესი, რომლის მიზანია სამოქმედო გეგმის შესაბამისად აქტივობების განხორციელების შესახებ უახლესი ინფორმაციის წარმოდგენა. ხოლო მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, შემუშავდება მონიტორინგის წლიური ანგარიში, რომელიც აღწერს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს მთელი წლის განმავლობაში. წლიური ანგარიშები გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.  „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ ეროვნული დონის პოლიტიკის დოკუმენტია. დოკუმენტი 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ხედვის ძირითად ელემენტებს აყალიბებს და მოიცავს განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. სტრატეგიის განხორციელების პროგრესის გასაზომად და შესაფასებლად დოკუმენტს თან ერთვის ლოგიკური ჩარჩო, შესაბამისი თვისებრივი და რაოდენობრივი ინდიკატორებით. დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა. საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაიწყო და ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ითვალისწინებს, როგორებიცაა: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, საჯარო სამსახური, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება. სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის გაძლიერებას, მთავრობის ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გამარტივებას. საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტისა (OECD/SIGMA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად…

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს-ზურა აზარაშვილი

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. , ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ, პირველადი სამოქმედო…

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება-ირაკლი ღარიბაშვილი

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. “როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან  მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სამტრედიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქტიურად ხორციელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა. დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის…

დიმიტრი ხუნდაძე კუბილიუსის განცხადებაზე: მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა არ გაიმეორებს საუკუნის წინანდელ შეცდომას და ტოტალიტარიზმს არ გააბატონებს

მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა არ გაიმეორებს საუკუნის წინანდელ შეცდომას და ტოტალიტარიზმს არ  გააბატონებს,  –  ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“…

მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე ავტომანქანების გადაადგილება პირველ აპრილამდე ნაწილობრივ შეიზღუდება

ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან 1-ელაპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდანბალანჩინისა და ბელიაშვილის…

ვატო შაქარიშვილი – კუბილიუსის კი არა, ჯალალ ედ-დინის წესებით არ უცხოვრია ქართველს, თავის მოსაკვეთად გამზადებული ხმალი რომ ედო კისერზე მაშინ!

რა წესებით გვაიძულებენ თამაშს?! კორუფციის, ტყუილის, ბინძური ინტერესების ჭაობში გვეპატიჟებიან?! უნდათ რომ მათთან ერთად გავიხრწნათ და…

დიმიტრი ხუნდაძე ახალ კანონპროექტზე: ოპოზიციამ ისევ იჩქარა და ცხვირი წაიტეხა

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, ოპოზიციის მხრიდან…

ეკა სეფაშვილი: „ხალხის ძალის“ კანონპროექტის პირველივე მუხლში აღნიშნულია, რომ ის არავის საქმიანობას არ ზღუდავს – ეს დოკუმენტი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე აშშ-ში მოქმედი კანონი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავდა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.  მისივე თქმით,…

ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის და „კრედიტ სუის“-ის დავაზე: სამარცხვინოა, რომ ისეთი ფინანსური ინსტიტუცია, როგორიც შვეიცარიული ბანკია, კერძო პირთან დავაში იშველიებს ბინძური პოლიტიკური ზრახვებით გაჯერებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას

ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავა უკვე წლებია მიმდინარეობს. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა,…

ზაალ ანჯაფარიძე MKD Law-ს განცხადებაზე: აშკარაა რომ ივანიშვილისგან რაღაცას ისეთს ითხოვენ, რამაც შეიძლება საქართველო დააზიანოს, ხოლო ის კი არ თანხმდება საკუთარი ქვეყნის საზიანო ქმედებებს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იურიდიული ფირმა MKD Law-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს „კისინჯერის ციტატა გამახსენდა,…

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადება იმის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რასაც „ხალხის ძალა“ დიდი ხანია ამბობს – მიხეილ სააკაშვილი არის აგენტი და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ პირად ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე ზრუნავდა, – ასე ეხმაურება „ხალხის…

ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური შანტაჟია

„ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე…

მოდუნდით ათასი რჯულის “ენჯეოშნიკებო”, უსამშობლოებო და გაამზადეთ დოკუმენტაცია, ფინანსური ვალდებულებების წარმოდგენა მოგიწევთ ქართული საზოგადოების წინაშე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Euractiv-ის სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში არასამთავრობო…