fbpx

მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე ავტომანქანების გადაადგილება პირველ აპრილამდე ნაწილობრივ შეიზღუდება

ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან 1-ელ
აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან
ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე.
ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00
სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების
ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება
შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ
უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება