fbpx

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადება იმის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რასაც „ხალხის ძალა“ დიდი ხანია ამბობს – მიხეილ სააკაშვილი არის აგენტი და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ პირად ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე ზრუნავდა, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი უკრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებას. 

მისივე თქმით, სააკაშვილის ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნება და საქართველოს განადგურებაა. 

„უკრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადება იმის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“, დიდი ხანია ვამბობთ – ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] არის აგენტი და მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ  პირად ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე იზრუნოს. მისთვის სულერთია, კგბ-ს აგენტი იქნება, უკრაინის უშიშროების თუ  აშშ-ის  უშიშროების სამსახურის. ისიც სულერთია, ვის მიერ გაცემულ დავალებებს შეასრულებს. მისი ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნება და საქართველოს განადგურებაა“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება