fbpx

ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური შანტაჟია

„ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების ერთად-ერთი მიზანი პოლიტიკური შანტაჟია, შანტაჟი რომლის შედეგიც მისი ქართულ პოლიტიკაში იძულებით მობრუნება და ,,გლობალური ომის პარტიის” ინტერესების გატარება უნდა იყოს,“- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე იურიდიული ფირმა MKD Law მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟი, შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, რადგან მასთან შანტაჟით ვერაფერს მიაღწევენ.

„ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური შანტაჟია, შანტაჟი რომლის შედეგიც მისი ქართულ პოლიტიკაში იძულებით მობრუნება და ,,გლობალური ომის პარტიის” ინტერესების გატარება უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ შანტაჟის პროცესში აქტიურად არის ჩართული ევროპარლამენტარების ის ნაწილი რომლებიც უკვე დიდი ხანი არიან მხილებულნი ,,ნაციონალური მოძრაობის” ლობიზმში და მფარველობაში, სწორედ მათ დააინიცირეს 2022 წლის ივნისში სამარცხვინო რეზოლუცია, რომელსაც სანქციების დაწესების თვალსაზრისით არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მყოლია, მაგრამ ,,კრედიტ სუისმა” სათავისოდ გამოიყენა, ალბათ ეს იყო რეზოლუციის მიღების რეალური მიზანიც. სავარაუდოდ, დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა კიდევ ერთი მაშველი რგოლი მიზეზი იქნება შვეიცარიული ბანკისთვის გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი, მისი კუთვნილი თანხების განგებ შეფერხება და სხვადასხვა სასამართლოების გადაწყვეტილებების არ შესრულება.
რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟი, შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, რადგან მასთან შანტაჟით ვერაფერს მიაღწევენ და მთავარი, ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუყენებია საკუთარი ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ, დღეს კი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ხელისუფლება, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, შევინარჩუნოთ საქართველოს გარე თუ შიდა მტრების აქტიური მცდელობების მიუხედავად.
,,ბატონი ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკის შვილობილ კომპანიაში ჩატოვებული შედარებით მცირე მოცულობის აქტივების გადმორიცხვის მოთხოვნა დააყენეს 2022 წლის მარტში;
ბანკის მენეჯმენტმა მოთხოვნას ორი თვე – 2022 წლის მაისამდე არ უპასუხა, ხოლო მაისში დაუდასტურა კლიენტს, რომ კითხვები არ არსებობდა და მას შეეძლო თანხის წაღება;
2022 წლის მაისიდან ივლისის თვემდე ხდებოდა გადმოსარიცხი თანხის დაუსრულებელი დაანგარიშება და კლიენტს არაერთხელ შეაცვლევინეს განზრახვის წერილი, რომელიც ამავე საკითხს შეეხებოდა;
როდესაც თანხების დაანგარიშების მიზეზმა თავი ამოწურა, ბანკის მენეჯმენტს სჭირდებოდა ახალი საბაბი, რათა თანხა არ გადმოერიცხა, რადგან, როგორც ჩანს, მას ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული. მაშველ რგოლად ბანკს 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია მოევლინა, რომელზეც მიუთითა კიდეც ბანკის მენეჯმენტმა 2022 წლის ივლისის წერილში კლიენტისადმი. ბანკის მენეჯმენტმა ბ-ნ ივანიშვილს განუცხადა, რომ არსებული რეზოლუციიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ კლიენტმა მიანიშნა, რომ რეზოლუცია ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია), გადმორიცხვაზე თანხმობისთვის სასამართლოსთვის მიმართვა იყო საჭირო;
2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოს მოსამართლემ ბანკს მკაცრად მოსთხოვა უდავო თანხების გადარიცხვა კლიენტისთვის, თუმცა ეს ბანკმა მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში შეისმინა, მხოლოდ ამასაც დამატებით ორ თვეზე მეტი მოანდომა და სინგაპურული ტრასტის თანხა რეალურად ნოემბრის ბოლოს გადაურიცხა კლიენტს”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება