fbpx

დავით ქართველიშვილი: ზურაბიშვილმა შეიძლება ამ „არა და არასდროს“ ფრაზას არ გადააბიჯოს მაგრამ გამონაკლისის სახით სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხელ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში…

ირაკლი ღარიბაშვილი- მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას

მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრული იყო და შემადგენელი ნაწილია 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილი აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. „მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარალმენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, ე.წ 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ამიტომ, ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში, ამ 9 ნაბიჯის მიხედვით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“მსგავსი რამ თუ მენახოს… რა საცოდაობაა“ – რას წერს ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილზე?

“მსგავ­სი რამ თუ მე­ნა­ხოს. ჟურ­ნა­ლის­ტის კონ­სპექტს თავ­მჯდო­მა­რე ხელს აწერ­დეს, რა სა­ცო­და­ო­ბაა…“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი, ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი და საჭიროა აქტიური, ეფექტური მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები, „ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს 2024 წელს დაგეგმილი. ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა -ირაკლი ღარიბაშვილი

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა, 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო  დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. „მე მინდა დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთო განცხადება, გავავრცელო და მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ დღეს განვიხილავთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას პარლამენტთან, მთავრობაშიც, რა თქმა უნდა, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ 2024 წელს. პარლამენტთან გვქონდა ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა და საბოლოო ჯამში, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრს, ფინანსთა მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ახალ ბიუჯეტზე. მოკლედ შევაჯამებდი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში. მინდა ვთქვა, რომ კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილი არის კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, ძალიან შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2,5% იქნება დეფიციტი და შემდგომ წლებშიც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს შემცირების ტენდენცია. მთავრობის ვალი 38% იქნება მშპ-სთან, რაც ასევე ძალიან დაბალია და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელიწადში მოვახერხეთ მნიშვნელოვანი შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებშიც შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, მეგობრებო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო  დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. ანუ, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11-12 წელიწადში, შეიძლება ითქვას. 86 მილიარდი ლარი. და დოლარში  8500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი – 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში – ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ,

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა. „რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, ყველა კვარტალში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და  გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა, ამიტომ, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს “, – განაცხადა პრემიერმა.

თამარ ჩიბურდანიძე: ახალი მესიჯით მოსაუბრე პრეზიდენტი თავისი ოპოზიციით, კიდევ ერთხელ ამცირებენ საკუთარ ქვეყანას

ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ეხმიანება…

ავთანდილ თალაკვაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტზე გიორგი გოგოტიშვილის შესახებ – ეს არის დეზინფორმაცია და საქმეზე პოლიტიკური სარჩულის გამოკერების მცდელობა

სასამართლო ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, ამის თვალსაჩინოებაა თავად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის…

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ტრადიციული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებით გაგვახარა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები,…

ქალბატონო სალომე, თქვენ ჩანიშნეთ ბრიფინგი, არ ეკუთვნოდათ ჩვენს ბავშვებს უკრაინიდან ქულებიო!

-აბა, ზელენსკი-არახამიას ფანებო, გააათმაგეთ ავატარებზე უკრაინის დროშები.- ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ” მოძმე” უკრაინის მიერ…

ზურაბ ქადაგიძე საბავშვო ევროვიზიაზე უკრაინის მიერ საქართველოსთვის ხმის არ მიცემაზე: ესაა მარტივი მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის…

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება უკრაინის მიერ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოსთვის ქულის არ დაწერას. ქადაგიძის თქმით,…

დავით ქართველიშვილი: თვალსა და ხელს შუა გვეცლება ისრაელ-ჰამასის ომის ძირითადად პროგნოზირებული მიზანი – ირანი

“ყველაზე მნიშვნელოვანია ეს “მეტამორფოზა” – ირანის მიმართ ომის გაჩაღების პერსპექტივიდან დაწყებული, ირანის როგორც რეგიონალური “მშვიდობისმყოფელის” დაჯილდოვებით…

გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში,წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის…

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: ჩეხეთს აღარ აქვს თავისუფალი იარაღი უკრაინისთვის მისაწოდებლად

ჩეხეთს უკვე აღარ აქვს იარაღი საწყობში, რომელიც უკრაინისთვის შეიძლება გადაეცა, ამიტომ მთავრობამ ახლა ალტერნატივა მონახა. როგორც…

საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა

საქართველოში პირველი, „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა, რომელიც Marriott International-ის ბრენდის ეგიდით დაიწყებს…