fbpx

დავით ქართველიშვილი: ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს უნდა წარუდგინონ „გამარჯვების სტრატეგიის” ერთობლივი გეგმა

აშშ-ს კონგრესში წარდგენილი მოთხოვნების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. საუბარია იმაზე, თუ…

ზაალ მიქელაძე: ევროპელი პარტნიორების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ალბათ მათაც მოსწყინდათ რადიკალური ოპოზიციის მიუღებელი რიტორიკა და მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან სჯობს კარგი ურთიერთობა

„რადიკალურ ოპოზიციას, რეალურად, კანდიდატის სტატუსი არასდროს ანაღვლებდა. ისინი, მხოლოდ, 2024 წლის არჩევნებზე არიან ორიენტირებულები“, – ამის…

ზაალ მიქელაძე: იმედია, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე არ წაუცდება ხელი იმ მოლოდინით, რომ ამის გამო კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მას მიაწერენ

„ბოლო პერიოდში, ზოგიერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იქითკენ მიჰყავს საუბარი, რომ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. იმედია, ქალბატონ…

ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიცია, რომელიც საბოტაჟს ეწეოდა სტატუსის წინააღმდეგ, ახლა ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ეს სტატუსი მათ ეკუთვნით

სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს იხსენებს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და ამ…

ანდრია გვიდიანი: 2024 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული დოკუმენტია როგორც სოციალური, ისე სხვა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა იმ კითხვას პასუხობს, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში, –…

ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე: თავიდანვე ვამბობდი – მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა. ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში – ამიტომ გადასაყვანია ციხეში

ექს-პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და არგუმენტად ასახელებს იმას, რომ…

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება წინამორბედისაგან, ანუ იგივე ჭიჭესაგან განსხვავებით, არც „ლოთია“, არც „კოკაინის მყნოსავი“, არც „მექალთანე“ და არც – „ლუდომანი“, ასე რომ, ახალ ფორმულაზე მოუწევს ჭიჭეს წამუშავება

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოჩენილ არასახელმწიფოებრივ პოზიციებთან დაკავშირებით…

მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილზე – არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა არაფერს აკეთებენ, საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს

საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული…

ირაკლი ჩიქოვანი სერგი კაპანაძის სტატიაზე-ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

„ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ოპოზიციურ ძალებთან აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ…

 მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი – 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი-ირაკლი ღარიბაშვილი

მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი და 2024 წელს იქნება უკვე 8500 დოლარი. „ასევე მინდა ვთქვა, რომ ასეთი კონსერვატიული დაგეგმვის პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში. 85 მილიარდი იქნება 2024 წელს და 2012  წელს იყო 27 მილიარდი ლარი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი. ანუ, კიდევ ვიმეორებ, რომ 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს სამ წელიწადში დაახლოებით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი, და 2024 წელს გვექნება უკვე 8500 დოლარი. ასეთი ზრდა გვაქვს სულ რაღაც სამ წელიწადში. ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარს გადაჭარბებს. ეს ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია, იცით, რომ ჩვენ 2030 წლისთვის ვპროგნოზირებდით 10 000 დოლარს და ნახეთ, რო0მ სულ რაღაც 2-3 წელიწადში დიდი ნახტომი გავაკეთეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს

მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი, 2024 წელს 2,5%-ით განისაზღვრება. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პარლამენტს გადავუგზავნოთ    ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამის შემდეგ ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ სექტემბრის ბოლოს პირველი ვარიანტი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გავაგრძელეთ მუშაობა, თითოეულ სამინისტროსთან, მერე ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან, ყველასთან დეტალურად გავიარეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს. მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ  შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც  სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობას, აგრეთვე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას შეეხო. ირაკლი…

მიხეილ სარჯველაძე სერგი კაპანაძის სტატიაზე – ე.წ. მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის

ე.წ. მდიდარ ორგანიზაციებად წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ისეთი ქცევით გამოირჩევიან, რომ წაშალეს ყოველგვარი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა…

გია ცეცხლაძე გახარიას პარტიას ტოვებს: მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა, დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გია ცეცხლაძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში…

რომეო მიქაუტაძე: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაში

ზესტაფონში კომპანია „საქკაბელმა“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გადაიარაღებული საწარმოო სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა, –…