fbpx

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე – მათ არ უნდათ სტატუსის მიღება. შემდეგ ამაზე რევოლუციის მოწყობა, საზოგადოებაში მღელვარება, ქაოსი და ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი. სწორედ ეს იქნება რუსული საქმე

რადიკალურ ოპოზიციას მიზნად აქვს სამპუნქტიანი გეგმის შესრულება, სადაც პირველი პუნქტია მოლოდინების აწევა და სტატუსის ვერმიღება, მეორე…

მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე: არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია – სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა

არავის აინტერესებს არც ერთი ადამიანის ვიზუალი და სექსუალური ორიენტაცია. ეს არის თემის გადაფარვის მცდელობისთვის ოპოზიციის მიერ…

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელე

🔵 „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. 🔹 უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ…

რიკარდ იოზვიაკი: კანდიდატის სტატუსს სიმბოლური დატვირთვა აქვს

უნდა გვახსოვდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, საბოლოო ჯამში, არის სიმბოლური აქტი, ვინაიდან ბოსნიამაც მიიღო სტატუსი, თუმცა, მას…

დავით ქართველიშვილი: ქალბატონი კრამონი ამბობს, მერე რა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უდანაშაულოა და უნდა გაათავისუფლოთო! უკვე სამართლებრივი ველის გადალახვაზე გადავიდნენ

ომის გლობალური პარტიის წარმომადგენლები სამართლებრივი ველის გადალახვაზე გადავიდნენ – პირდაპირ გეუბნებიან, რომ სახელმწიფოდ არ გთვლიან; რომ შენს…

მიხეილ ყაველაშვილი: კრამონის მოტივაცია და საქართველოსადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დღეს არ გამოკვეთილა – როცა წითელი ხაზები იკვეთება, აუცილებელია ქვეყნის ღირსების, ინტერესისა და სუვერენიტეტის დაცვა

„ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება თავისთავად შეურაცხმყოფელია. მართალია, კორექტულობის ფარგლებში ყოველთვის დავრჩებით, მაგრამ როცა წითელი ხაზები იკვეთება,…

 დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება-ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს რაც ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ესაა სწორედ ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება. ამიტომ მე მინდა ყველას ვუთხრა ძალიან მკაფიოდ, რომ დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება, ეს მინდა ვუთხრა მათ. აქ გადის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები და ბუნებრივია ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო. მიუღებელია ის, რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. „ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე  თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან ეს თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას რა თქმა უნდა არ ვიზამთ. ამერიკაში, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ რაც ხდება, ევროპაში როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი და ქვებს რომ უშენენ პოლიციას ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება და კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია, არც არავინ დაისჯება. ეს მინდოდა მეთქვა. ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭიდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება და ის სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტების მშენებლობა დაა მეტი განვითარებ

ვიოლა ფონ კრამონის გამოჩენამ, პრაქტიკულად, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავება წაახალისა – ის იმ ქმედების მხარდამჭერად წარმოჩინდა, რომელიც დასავლეთშიც და საქართველოშიც კრიმინალადაა შეფასებული

ვიოლა ფონ კრამონის გამოჩენამ, პრაქტიკულად, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავება წაახალისა. ის იმ ქმედების მხარდამჭერად წარმოჩინდა, რომელიც დასავლეთშიც და საქართველოშიც კრიმინალადაა…

ირაკლი ღარიბაშვილი- შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა- 13%, წლის ბოლოს 9%-მდე შევამცირეთ და ახლა უკვე, მარტში 5,3%-ია ,რაც ძალიან დიდი პროგრესია

შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა- 13%, წლის ბოლოს 9%-მდე შევამცირეთ და ახლა უკვე, მარტში 5,3%-ია ,რაც ძალიან დიდი პროგრესია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფლაცია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, ევროზონაში შარშან ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო და ამ დროს, საქართველომ,  გამოწვევების მიუხედავად ინფლაციის 5,3%-მდე შემცირება შეძლო.  „მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა საზოგადოებას გავაცნო, ეს არის ინფლაციის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად, დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან მაგალითად ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, აი ამდენი გამოწვევების მიუხედავად მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა, 13%. წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში 5,3% არის ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ასევე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ინფლაციური წნეხის შემცირება რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, მეგობრებო. ჩვენ ამის თაობაზე გახსოვთ, შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად, 60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა შარშან. ასევე ჩვენ დავიწყეთ, კარგად მოგეხსენებათ, მუშაობა იმპორტიორებთან, საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასებიც შემცირებულია. ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი და მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპის. ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც გადავაზღვევთ, ამ კანონის მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე. 5,3% გვაქვს დღეს ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება გაგრძელება, ამ მუშაობას, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, დაბალი ინფლაცია გვჭირდება და რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი
ახალი გზით სარგებლობა მაისიდან შესაძლებელი იქნება

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელიახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. ამ დროისთვის, ახალისაავტომობილო…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება

საბოლოო ჯამში მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო შარშანდელი წელი და წელს მიმდინარე სიტუაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ…

კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: ეს ახალგაზრდა შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყო ორგანიზატორი

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისსროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარეგრიგორიადისის…

კახა კალაძე: კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია, პოლიტიკურ პარტიებს
აფინანსებს, თუმცა რა ფულით, ეს გაუგებარია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,დავით კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ოლიგარქია. ამის შესახებ მანჟურნალისტებთან…

ვატო შაქარიშვილი დავით კეზერაშვილს: უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად, ვრცელ ინტერვიუებს წერ და ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას განაგრძობ

დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი, საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო… უსამართლობა ის…

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს. გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები

რეალურად, რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს, გამოიყენა ახალგაზრდები თავისი…