fbpx

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს. გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები

რეალურად, რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს, გამოიყენა ახალგაზრდები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ წაახალისა ის, რაც პარლამენტთან ხდებოდა და მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

„რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული მედია ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ ადამიანებზე ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება, მოქალაქეების გადასახადებით ნაყიდი ავტომობილების დაწვა, პარლამენტში ხანძრის გაჩენა შეიძლება გამართლებული იყოს რომელიმე ადამიანის ბიოგრაფიაზე, გარეგნობაზე მსჯელობით. აბსოლუტურად დამაზიანებელ, დემოკრატიისთვის, თავისუფალი საზოგადოებისთვის მიუღებელ ჭრილში გადააქვთ ეს საკითხი.

სინამდვილეში კანონი არ იცნობს ასეთ ცნებებს, რომ ვინმე, იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას უსმენს, რა გემოვნება აქვს, ვინ არიან მისი მეგობრები, გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ან მიეცეს პასუხისმგებლობაში. ეს არის წარმოუდგენელი, მახინჯი გაგება კანონის. რეალურად, რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს, გამოიყენა ახალგაზრდები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობდა მათ გამოყენებას. შემდეგ ისინი დაიმალნენ და როცა პროტესტმა კულმინაციას მიაღწია, რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერი იქ არ იდგა, მათ პრაქტიკულად დატოვეს ეს ახალგაზრდები.

გამოსაკვლევია, გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები, არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩაიდინეს, არამედ ისინიც უნდა გამოჩნდნენ და მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი წაახალისა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება