fbpx

რიკარდ იოზვიაკი: კანდიდატის სტატუსს სიმბოლური დატვირთვა აქვს

უნდა გვახსოვდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, საბოლოო ჯამში, არის სიმბოლური აქტი, ვინაიდან ბოსნიამაც მიიღო სტატუსი, თუმცა, მას ჰქონდა საკმაოდ ცუდი ანგარიში. მოკლედ, ეს პროცესი საკმაოდ სიმბოლურია, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სავარაუდოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ამის შემდეგ ქვეყანას ბევრი რეკომენდაციის შესრულება მოუწევს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცედურამდე მივიდეს.

„საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, ეს ქვეყანა მიიღებს, მაგრამ მოგიწევთ ძალიან ბევრი ამოცანის და რეკომენდაციის შესრულება, რაც შემდგომ უკვე წაგიყვანთ გაწევრიანების მოლაპარაკებამდე.”- აღნიშნა იოზვიაკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობის სურვილს გამოთქვამს, ავტომატურად ენიჭება კანდიდატის სტატუსი.

“ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად, კანდიდატის სტატუსს დაეკარგა თავისი ღირებულება, რადგანაც ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, ევროკავშირის წევრი იყოს, თითქმის ავტომატურად ენიჭება კანდიდატის სტატუსი.”- განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება