fbpx

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამხედრო
მოსამსახურეებთან ერთად თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით
შეამკო. აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა დავით კასრაძემ კი, აკადემიის ეზოში მდებარე
ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი
გადაიხადა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა დაღუპული გმირების ხსოვნას სპექტაკლიც
მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სპექტაკლი
„იუნკერი“ წარმოადგინეს და 1921 წლის მოვლენები გააცოცხლეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება