კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ.ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ…
წელი: 2022
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას
ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება მოწვევისთვის, თქვენი ძალიან გულთბილი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი მეორე ოფიციალური ვიზიტი თქვენს ლამაზ ქვეყანასა და დედაქალაქში. ბატონ პრემიერთან ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი საუბარი, ჩვენ გუშინ საღამოს ბატონი პრემიერის ინიციატივით გავმართეთ სამუშაო ვახშამი, სადაც განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს და რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და გვაწუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს მხარეებმა განიხილეს თითოეული სექტორი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა. „დღეს ასევე გვქონდა შინაარსიანი განხილვა თითოეული სექტორის მიმართულებით, შევეხეთ ეკონომიკის საკითხებს, სავაჭრო ურთიერობებს, ჩვენს სამომავალო თანამშრომლობას ენერგეტიკულ საკითხებში, რომელზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თავად აღნიშნა. საქართველო, რა თქმა უნდა, არის და იქნება ამ პროექტების მხარდამჭერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. ჩვენ დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, მჯერა რომ ჩვენს შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ძალიან კარგი მეგობრობა უფრო გაძლიერდება, ეს დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
ზვიად შალამბერიძე: ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისკენ და ამ გზაზე გვაქვს გერმანიის გვერდით დგომის იმედი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი მიიღო. ოფიციალური შეხვედრის…
ირაკლი ღარიბაშვილი- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ირაკლი ხახუბიას სახით, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო. მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი
კობა კობალაძემ თურქეთის სამხედრო ატაშესთან შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის…
ვატო შაქარიშვილი: საინტერესოა მოქმედი ელჩი რას იტყვის მისი წინამორბედის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! თუმც, არც მისგან გვაკლია უპატივცემულობა
ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ყოფილი ელჩის, იან კელის „ტვიტერზე“ დაწერილ სტატუსს ეხმიანება, სადაც ეს…
ნანა კაკაბაძე – ისეთ კავშირში ყოფნა, სადაც ბრძანებების, (“რეკომენდაციების”) უპირობოდ შესრულებას მოითხოვდნენ, 70 წელი გაგვიგრძელდა და სისხლისა მსხვერპლის ფასად ძლივს დავაღწიეთ თავი
თუ ვერ გავითავისებთ, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და ვერ გავთავისუფლდებით კომპლექსისგან „რას იტყვის ევროპა-ამერიკა“, …
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, პოლონეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, პოლონეთის…
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახელით სამუშაო ვახშამი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს
სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა
სპეციალური კურსი დაასრულეს
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმამაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრშიპირად მცველთა საწყისი…
ირაკლი ღარიბაშვილი- ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულება და პასუხისმგებლობაა, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს!
ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულება და პასუხისმგებლობაა, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს! ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ჩვენი ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, რაც დღეს, როგორც არასდროს – აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად რომ, გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისი შესწავლითა და აფხაზური ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცების და ახალი შესაძლებლობების ენად მშვიდობის და ნდობის მშენებლობის პროცესში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа! ერთად დავიცვათ აფხაზური ენა!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
გია ვოლსკი ოპოზიციაზე – პირდაპირ რომ ეკითხები, არის თუ არა დანილოვის განცხადება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მათი პოზიციაა – რა მოხდა, ანერვიულებულია კაცი
კაცი გეუბნება, უნდა შემოვიდე შენ თუ არ შემოდიხარ ომში, სააკაშვილი შემოვა ომში და ამიტომ უნდა შეიცვალოს, …
დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.…
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 2 და ნატოს 5 წევრ სახელმწიფოს
“კანონის უზენაესობის ინდექსით”, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტალურ აზიაში ლიდერობს. “მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის…
გია ვოლსკი: თუ ნედ პრაისმა თქვა, რომ ჩვენ რაღაცით უკან დავიხიეთ, მაშინ უნდა ვთქვათ საიდან დავიხიეთ უკან, იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო?
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ “ღამის კურიერის” ეთერში ნედ პრაისის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების…