fbpx

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, პოლონეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, პოლონეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და წარმატებული პროექტების პრაქტიკაზე იმსჯელეს. ზვიად შალამბერიძემ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის პოლონეთის დელეგაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი როლი ამ საქმეში საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე და იმ პროექტებზე, რომლებიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რეგიონში ამ მიმართულებით 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული. ,, ქართულ-პოლონური ურთიერთობის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის პოლონეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლის გახსნა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ჩვენ, დღეს გვსტუმრობენ პოლონეთიდან უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები და სწორედ მათი დახმარებით განვახორციელეთ ეს პროექტი ქუთაისში. გარდა ამისა გვქონდა ოფიციალური შეხვედრა, სადაც გავუზიარეთ ერთმანეთს იმ პროექტების წარმატებული მაგალითები, რომლებსაც ახორციელებს პოლონეთი ევროკავშირის დახმარებით, როგორც იცით, ასევე ევროკავშირის გრანტით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები იმერეთის რეგიონში და ჩვენთვის მათი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია“ – ზვიად შალამბერიძე. ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და პოლონეთის წამყვანი უნივერსიტეტების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასაც. შეხვედრა ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში გაიმართა. დელეგაციის წევრებმა მხარისა და ქალაქის ტურისტული პოტენციალის, არსებული კულტურული ძეგლებისა და ლოკაციების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება