fbpx

სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა
სპეციალური კურსი დაასრულეს


თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში
პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს.
რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა
წარმომადგენლებმა ორი კვირის განმავლობაში პირადი დაცვის ამოცანების
შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. კურსდამთავრებულთა
საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან
ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის,
ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი
დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური
ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ
სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და
სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების
ორგანიზებით პირველად ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება