ირაკლი ქარსელაძე  – მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს

ირაკლი ქარსელაძე  – მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს  სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე.  აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სხდომა ბაქოში, სწორედ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაიმართა. პრემიერის შეფასებით, სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საკვანძო ფაქტორია, რაც თავის მხრივ რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის. განსაკუთრებულად აღინიშნა სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP). შეხვედრისას ითქვა, რომ აუცილებელია არსებული პროექტების შემდგომი განვითარება, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით.  მთავრობის მეთაურის თქმით, წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიას“. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან ესწრებოდნენ : აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, პარლამენტის წევრები ფაზაილ აგამალი და საბირ რუსტამხანლი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ელმარ ჰუსეინოვი და მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო…

„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებსშპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული გვირაბების დასუფთავებასახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბების…

მოკრძალებულობის, წესიერების, ღირსების და საკუთარ თავზე მაღლა დგომის დიდ მაგალითს იძლეოდა-ლელა ჩხარტიშვილი

გარდაიცვალა დიდი ენათმეცნიერი,დიდეუბლი ქალბატონი ნათელა ქუთელია. ასე იხსენებენ მისი ყოფილი სტუდენტები- ლელა ჩხარტიშვილი- თსუ-ს პროფესორი, უბადლო…

კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უკრაინის ვიცე-პრემიერის, განცხადებები ხელს არ უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს-მოლდოვის ელჩი

კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებები ხელს არ უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ თესავს უთანხმოებას,…

არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ცოტა ხნის წინ…

სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა,…

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კოკა…

ბაკურიანში საიდუმლო შეკრებას ადასტურებს გიორგი ვაშაძე

ბაკურიანში საიდუმლო შეკრების მონაწილეები არ ასახელებენ, ვინ დააფინანსა ტრენინგი ბაკურიანში, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური…

აქტიურად მიმდინარეობს სოფლების- დიდი სმადის, უდისა და შოლავერის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონ გელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის…

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილეებთან, ლადო ზაქრაძესთან და გია მეიშვილთან ერთად სამტრედიაში არსებულ ა(ა)იპ ორგანიზაციების…

„ძლიერთა თამაშებზე“ საქართველოს ნაკრებმა დამატებით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

„ძლიერთა თამაშებზე“ საქართველოს ნაკრებმა დამატებით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს თავდაცვის…

თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

დედაქალაქის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც პანდემიის გამოშეჩერებული იყო, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ამის შესახებთბილისის…

პოლიციელის მიერ გაუფრთხილებლობით გასროლილი ტყვიით მოკლული ზუკა გველესიანია

,,იქსნიუსმა,, წყნეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები დაადგინა – პოლიციელის მიერ გაუფრთხილებლობით ნასროლი ტყვიით გარდაცვლილია ზუკა გველესიანი ,წარსულში…