fbpx

ირაკლი ქარსელაძე  – მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს

ირაკლი ქარსელაძე  – მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს; გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინვესტიცია გადაჭარბებით იქნება შესრულებული კონკრეტული სამოქმედო პერიოდის განმავლობაში

წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის, –  ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ირაკლი ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ 402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა მრავალი მიმართულებით.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა  მთიანი დასახლებების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოვისმინეთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის. წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 6 წლის განმავლობაში 1,16 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდა, როგორც პროექტებში, ასევე შესაბამის დახმარებებსა და სუბსიდიებში. 402 მლნ ლარი მოხმარდა მხოლოდ დახმარებებს, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, როგორც საპენსიო, ასევე შემწეობებზე, დანამატებს ექიმების და ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა მრავალი მიმართულებით, ასევე მოხმარებული ენერგიის თანადაფინანსება 50%-ის ოდენობით. წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად, მიმდინარე 3 წლის განმავლობაში 968 მლნ ლარის ინვესტირება არის დაგეგმილი, რაც 29%-ით აღემატება ანალოგიურ წინა მაჩვენებელს, თუმცა ამავდროულად გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ინვესტიცია გადაჭარბებით იქნება შესრულებული კონკრეტული სამოქმედო პერიოდის განმავლობაში“, –  განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება