fbpx

„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ გვირაბების დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებული გვირაბების დასუფთავებას
ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია გვირაბების გაწმენდა
ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ასევე, სპეციალური ტექნიკით
მოირეცხება შიდა და გარე პერიმეტრი.
ამ დროისთვის, უკვე გაიწმინდა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი,
აღმაშენებლის ხეივნისა და მეტეხის გვირაბები.
დასუფთავების ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი
მონაწილეობს. გვირაბების დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში
გაგრძელდება.
მეტეხის გვირაბში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი
დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება