ირაკლი ღარიბაშვილი – ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა ქნესეთის თავმჯდომარესთან. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საკანონმდებლო ორგანოების როლს სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში. „დღეს ისრაელის სახელმწიფოში ნაყოფიერი საუბარი მქონდა ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან. შეხვედრისას ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოს. საკანონმდებლო ორგანოს უმთავრესი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აკისრია სახელმწიფოს ფუნქციონირების შენარჩუნებისა და მუდმივი გაუმჯობესების საქმეში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ზაალ ანჯაფარიძე-ამ დიაგრამაზე ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს თუ ვინ რჩება კავკასიაში აშშ-ს მთავარ პარტნიორად

ზაალ ანჯაფარიძე-ამ დიაგრამაზე ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს თუ ვინ რჩება კავკასიაში აშშ-ს მთავარ პარტნიორად, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად,…

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, – აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით – მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს-ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება- როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ…

ლევან ბერძენიშვილი უსაზიზღრესი შარლატანია-თამარ ჩერგოლეიშვილი

პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის…

სამტრედიის ფრენბურთის გუნდი ,,ჯიკო” საქართველოს ჩემპიონია

ფრენბურთის გუნდი ,,ჯიკო” საქართველოს ჩემპიონია. საქართველოს 2021-2022 წლების ეროვნული ჩემპიონატის ფრენბურთში, ქალების ტურის გამარჯვებული ჯიხაიშის გუნდი…

ხან ზორო დაირქვა, ხან – ტორო-გელა ზედელაშვილი ზაალ უდუმაშვილზე

გელა ზედლაშვილი ზაალ უდუმაშვილზე- წავიდა დუთინა ე.წ. პოლიტიკიდან!ე.წ. მედიაში იყო, სიტყვა არ დაუწერია, სხვისი შედგენილი ტექსტები…

ამ ეტაპზე უცნობია, ნიკუტა ელარჯს წელავს თუ ერთ-ერთ საკუთარ ორგანოს-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნიკა გვარამიაზე- ნიკუტაბადრაგმა უთხრა, შებრძანდითო. ასეთ ზრდილობიან მოპყრობას არ ელოდა, დაიბნა. – შებრძანდით-მეთქი,…

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა II-ს საქართველოს სახელით, მადლიერების ნიშნად, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილი- მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად…

,,სპორტინგი სამტრედია 2022,, მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით გაიმართა.

მაღაზია ,,მონადირე,, და მონადირეთა ჯგუფი ,,ძამა,, სამტრედიაში 3 წელია სპორტულ სროლაში შეჯიბრს ატარებს . წელს ,,სპორტინგი…

ჟურნალ Atelier-ის მთავარი პრიზი – “თანამედროვე პოეზია” ჟურნალ Atelier- ის საიუბილეოდ პოეტ დათო მაღრაძეს მიენიჭა.

ჟურნალ Atelier-ის მთავარი პრიზი – “თანამედროვე პოეზია” ჟურნალ Atelier- ის საიუბილეოდ პოეტ დათო მაღრაძეს მიენიჭა. საერთაშორისო ჟურნალ…

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,გომმუხა,, ფოლკლორულ ფესტივალზე ,,გაზაფხულის რიტმები,, წარმატება მოიპოვა

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,გომმუხა,, ფოლკლორულ ფესტივალზე ,,გაზაფხულის რიტმები,, წარმატება მოიპოვა. ანსამბლის წევრები, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის, პირველი ხარისხის…

ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა-გია ხუხაშვილი

ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.…

დიდი მადლობა ქალბატონ თამარ ფხაკაძეს და ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა გველესიანს, რომელებმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება-მერსი სულხანიშვილი

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში წერს- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს გამოვეხმაურო 17 მაისს Rustavi 2…

მე წავედი-რაც შეეხება ერეკლე მეფეს,მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები-პაატა გულიაშვილი

პაატა გულიაშვილმა ,,ფორმულა,, დატოვა-პაატა გულიაშვილი-  მოკლედ , ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და…